მარიამ ქვრივიშვილი: აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპს პოზიტიურად შევაფასებ

მარიამ ქვრივიშვილი: აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპს პოზიტიურად შევაფასებ

access_time2019-09-13 20:17:52

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში Facebook თავის პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის შესახებ აშშ-ში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. ვიზიტის დროს გაიმართა სამუშაო ფორმატის შეხვედრები United და Delta Airlines-ის სათაო ოფისებში ავიაკომპანიების Network planning-ის მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ.



“მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება პოზიტიურად შევაჯამოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. მათ ვისაც ავიაციის ინდუსტრია ესმით და აქვთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება, დაგვეთანხმება რომ წარმატებული პირველი შეხვედრის შედეგი ასეთია - საქართველოსადმი ინტერესი გაჩენილია, ორივე ავიაკომპანია იწყებს მიღებული ინფორმაციის საფუძვლიან შიდა ანალიზს და დაიგეგმება მათი ვიზიტი საქართველოში საავიაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე შესასწავლად,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა თავის პოსტში.




„ამერიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება არც თუ ისე იოლი ან სწრაფი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია იყოს პირველი რეგიონში და საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოიყვანოს ამერიკული, ე.წ. Legacy Carrier როგორიც არის Delta ან/და United Airlines. ამიტომაც შეხვედრები, რაც კეთდება, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - შედეგს და პროცესების დაჩქარებული ვადებით მართვას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებაში დიდი პოზიტივის მატარებელია ის აქტივობები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს განსავითარებლად ახორციელებს,“ - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტში.




3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up