მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ბიზნესთან შეხვედრების

მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ბიზნესთან შეხვედრების "კვირეულს" აანონსებს

access_time2019-02-21 18:05:40

ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი ძალიან დიდია და შესაბამისად, ტურიზმის სფეროს თითოეულ წარმომადგენელთან შეხვედრა და კომუნიკაცია აუცილებელი იქნება.


მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში კერძო სექტორთან შეხვედრის კვირეული დაიწყება, რომლის ფარგლებშიც გაფართოებული სამუშაო შეხვედრები გაიმართება.


„ძალიან დიდი სექტორია და ცალკე სასტუმროებთან, ტუროპერატორებთან, ასოციაციებთან ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრები. გადავწყვიტეთ, შეხვედრების კვირეული მოვაწყოთ, სადაც ყველა სექტორს დავპატიჟებთ. ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ადამიანებს, რომლებიც ახალი განთავსების ობიექტების მიმართულებით ხელს გვიწყობენ", - განაცხადა მან.


ქვრივიშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორთან პირისპირ შეხვედრა კონკრეტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ ფორმალური შეხვედრები შედეგს არ მოიტანს.



„ვაპირებთ, შევხვდეთ საკონვენციო ბიუროს წევრებს, რომლებიც საქმიან ტურიზმს წარმოადგენენ, ასევე გიდების ასოციაციას, ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოში, EBRD-ის ბაზაზე არსებულ ტურიზმის საბჭოს და ა.შ.


მეც კერძო სექტორიდან ვარ და დაახლოებით, ვიცი რა გამოწვევები აქვთ, თუმცა მათთან პირისპირ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.


გვჭირდება კონკრეტული საუბრები და ინიციატივები. მჯერა, რომ ყველა სექტორს უნდა ვესაუბროთ, რადგან განსხვავებული პრობლემები აწუხებთ", - აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


შეგახსენებთ, რომ მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 4 თებერვალს დაინიშნა.





ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...


მსგავსი სიახლეები

up