მარიამ ქვრივიშვილი - ტურისტებს სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ

მარიამ ქვრივიშვილი - ტურისტებს სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ

access_time2020-06-08 12:02:34

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ უნდა დავაბრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.


მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში სასტუმროების მუშაობის განახლებაზე და ასევე, იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც სასტუმროებმა უნდა დააკმაყოფილონ.


„ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორთან ერთად შემუშავდა და გამოქვეყნდა „კოვიდ 19“-თან დაკაშირებული რეკომენდაციები. სასტუმრო ობიექტებმა დაიწყეს რეგულაციების დანერგვა და აღსრულება. პირველ ეტაპზე სავალდებულოა განთავსების ობიექტების რეგისტრირება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. მათ უნდა გაიარონ პირველადად შემოწმება და მხოლოდ ნებართვის მიღების შემდგომ ექნებათ საშუალება, უმასპინძლონ სტუმრებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში, თუმცა დავაბრუნოთ ძალიან ფრთხილად და უსაფრთხოდ, რადგან მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვირუსის პრევენცია არის ჩვენი პირველი მისია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


მისი განმარტებით, სასტუმროებისთვის შემუშავებული რეგულაციები არ არის რთულად შესასრულებელი.


„ჩვენ გამიზნულად შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომელშიც მცირე, საშუალო და ასევე განთავსების მსხვილი ობიექტები შედიოდნენ. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კერძო სექტორი არის თანაავტორი ამ რეგულაციის. ზუსტად ამიტომაც გავითვალისწინეთ მათი თხოვნა, რათა არც კომერციული საქმიანობისთვის ყოფილიყო დიდი ტვირთი და მეორე მხრივ, არც აღსასრულებლად. ეს გულისხმობს სოციალური დისტანციის წესების დაცვას, უსაფრთხოების და ეპიდნორმების გატარებას სხვადასხვა საჯარომ თუ არასაჯარო სივრცეში, რომელიც უზრუნველოფს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ვირუსის გავრცელების პრევენციას“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.



როგორც მან განმარტა, ტურისტებს სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით მოუწევთ გადაადგილება.


„რაც შეეხება ტურისტებს, მათ მოუწევთ სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე პირბადით გადაადგილება, სოციალური დისტანციის დაცვა. ეს არის ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. განსხვავებული მიდგომები შემოდის უშუალოდ ღია და დახურულ სივრცის რესტორნებში, რომელიც შეიძლება, იყოს ცალკე, თუ უშუალოდ სასტუმრო ობიექტში. საუბარია მაგიდებს შორის ორ მეტრიან დისტანცირებაზე, ერთ მაგიდასთან არაუმეტეს ექვსი სტუმრის განთავსებაზე და ა.შ. განთავსების ობიექტებში ძირითადად ხაზი ესმება შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო მოგზაურის მხრიდან, პირბადის სავალდებულო ტარებას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული რეგულაციები შემოვიდა კვების ობიექტების, ასევე ოთახის დალაგების ნაწილში. ხაზი ექნება გასმული ისეთ მიმართულებებს, როგორი არის ხშირად შეხებადი ნივთები, ოთახის დალაგების სპეციფიკა“, – განაცხადა მარიამ ქვირივიშვილმა.


მისი თქმით, სასტუმროებში აუზების მუშაობისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, რაც ეხება უშუალოდ წყლის დასუფთავებას, ქლორის შესაბამის პროცენტულობას და ა.შ.


„ეს არის ვირუსის გავრცელების პრევენცია და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნული რეგულაციები ძალიან სწრაფად, ეფექტიანად და უმტკივნეულოდ რომ გატარდეს ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა სატრენინგო პროექტი, რომელიც ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ძალიან ბევრ განთავსების ობიექტს,ისევე როგორც სხვადასხვა კერძო სექტორს, აქვს საშუალება, დაესწროს აღნიშნულ ტრენინგს, სრულებით უსასყიდლოდ. კერძო სექტორი თავის მხრივ, სწრაფად დანერგავს იმ სავალდებულო აღსრულებად რეგულაციებს, რომელიც ექვემდებარება პირველ რიგში შემოწმებას, შემდგომ ნებართვის გაცემას და შემდეგ უკვე ტურისტის მიღებასა და მასპინძლობას“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.


საქართველოში სასტუმროები მუშაობის განახლებას დღეიდან შეძლებენ. საუბარია სასტუმროებზე, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა აქვთ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up