მარიამ ქვრივიშვილი: „თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

მარიამ ქვრივიშვილი: „თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო"

access_time2021-10-27 11:20:49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი,  ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში,  ევროპული  ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. "ეარ ევროპასადა "იბერიის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ პოზიტიურ ტენდენციებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდეგ შეინიშნება.  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასთბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი პირდაპირი რეისები საქართველოდან ევროპის მიმართულებით.  დღეს შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომელიც ბაზირებულია ესპანეთში.


ორივე ავიაკომპანიასთანმიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება, იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბარსელონა-ქუთაისის მიმართულება ოპერირებაშიჩაეშვება 31 ოქტომბრიდან და აქედან გამომდინარე ბაზრების დივერსიფიცირება და დივერსიფიცირებული პირდაპირი მიმართულებები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა იქნება გამაძლიერებელი ჩვენი ტურიზმის, ავიაციისა და ზოგადად ეკონომიკის მიმართულების",  - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ავიაკომპანიებთან შეხვედრას საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დაესწრო.

 „პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს უწყობს როგორც  ინვესტიციებს, ასევე ტურიზმის განვითარებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ განახლდება ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენები ბარსელონასა და ქუთაისს შორის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის. ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიკომპანიებთან"ეარ ევროპა" და "იბერია". ეს წამყვანი ესპანურიავიაკომპანიებია


დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას. რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში," - აცხადებს ილია გიორგაძე.





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up