მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა სწრაფმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია“

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა სწრაფმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია“

access_time2020-08-12 13:19:27

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული იქ მყოფ ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩატარდა ძალიან მსხვილი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანი იქნა სვანეთიდან გამოყვანილი და ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინო სივრცეებში", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, თავის მხრივ საკარანტინო სივრცეები მოეწყო თავად სვანეთში, ადგილზე მოხდა განთავსების ობიექტებში არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. ამასთან, მაქსიმალურად ორგანიზებულად ხდება დამსვენებელთა საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა.


„შევეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო საკმაოდ კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის. დამსვენებლების ნაწილი, რომელიც ისეთ სასტუმროებში იმყოფებოდა, სადაც ჯანდაცვის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იყო, გადაკეთდა საკარანტინო სივრცედ. დამსვენებელთა ნაწილის ორგანიზებული გამოყვანა მოხდა და ეს ადამიანები სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადანაწილდნენ. ადგილზე მობილიზებული გვყავს ტრანსპორტი მათთვის, ვინც სვანეთში საკუთარი ავტომობილის გარეშეა, ხოლო მათ ვინც საკუთარი ავტომობილით იმყოფება და საკარანტინო სივრცემდე ესაჭიროებათ გადაადგილება, ისინი ორგანიზებულად, ზედამხედველობით გადაგვყავს", - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.



მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი ამ ეტაპზე სვანეთში რჩება, რაშიც იგულისხმება, რომ ისინი სვანეთში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიდნენ, ან დარჩნენ იმ სასტუმროში, სადაც იმყოფებოდნენ. დღეს მოხდება დამატებით კიდევ ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფის გამოყვანა - ყველა მათგანთან შედგა კომუნიკაცია, გამოყვანის პროცესისთვის ყველაფერი ორგანიზებულია.


„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა სწრაფმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კერძო სექტორთან და მოსახლეობასთან ერთად ისე ჰარმონიულად ვიმუშაოთ, რომ ამ პროცესმა სვანეთს გრძელვადიანი დარტყმა არ მიაყენოს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up