მარიამ ქვრივიშვილი: სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ

მარიამ ქვრივიშვილი: სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ

access_time2019-07-03 11:00:21

„სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ“ - რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.



„2025 წლისთვის გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ამ სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ემასპინძლა 11 მილიონი საერთაშორისო მოგზაურისთვის და ჩვენს ეკონომიკაში 6.6 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შემოსულიყო მხოლოდ ტურიზმიდან. ყველაფერი დაგეგმილად მიდიოდა და ვაჭარბებდით კიდეც შიდა გეგმებს, მაშინაც კი დიდი გამოწვევა იყო შემოსავლის გაორმაგება. სტრატეგიის მიხედვით, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საშუალო დანახარჯების გაზრდა, ასევე ღამის თენების საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა. ჩვენი ამ წლის გეგმა არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ინიცირებას ვუკეთებთ ახალ მიმართულებებს. საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობთ ქვეყნის შიგნით. სამეგრელოში ვიყავით და დავრწმუნდით,თუ როგორი დიდი პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს. სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ.



სველი წერტილები უდიდესი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ერთია, სანიტარული ნორმების დარეგულირება და მეორეა, ის თუ ვინ უნდა მართოს, ბუნებრივია, რომ მართვითი ნაწილი კერძო სექტორის პრეროგატივაცაა , იმდენად, რამდენადაც იგი კომერციულად საინტერესო ბიზნეს მიმართულებას წარმოადგენს. მესამე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები.



საკმაოდ რთულია ამ გამოწვევის დაძლევა, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ყველა სტრუქტურა ჩართულია და იმედს ვიქონიებთ, რომ მომავალი წლისთვის სველი წერტილების პრობლემა მეტნაკლებად უკვე იქნება დარეგულირებული.




ტურიზმის სექტორის განვითარების მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე არის ის, რომ მაქსიმალურად შევასუსტოთ ის დანაკარგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და კერძო სექტორს უდგას ფინანსური ზარალის კუთხით,“ - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.



რადიო კომერსანტი


ნათია კეკენაძე





უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up