მარიამ ქვრივიშვილი - „საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში“

მარიამ ქვრივიშვილი - „საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში“

access_time2020-08-11 21:12:14

„კოვიდ-19"-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500-ზე მეტი დამსვენებელი საკარანტინო ზონებში გადაიყვანა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.


 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში 20-ზე მეტ სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოაწყო.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონების ჩამოყალიბება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდა. ყველა სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონაა განთავსებული, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. „ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს დამყარებული სასტუმროებთან და დამსვენებლებთან, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის. საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფის წევრები ახორციელებენ მუნიციპალიტეტში მდებარე განთავსების ობიექტების აღწერას, სასტუმროების პერსონალს აცნობენ პროტოკოლებს, ასევე დამსვენებლებისთვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დამსვენებლების ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონებამდე საკუთარი ტრანსპორტით. იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას კი, რომლებიც ავტომობილის გარეშე იმყოფებიან სვანეთში, საკარანტინო ზონებამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს.



როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, გუშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება „კოვიდ-19"-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა.


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკარანტინე სივრცეების ამოქმედება. მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up