მარიამ ქვრივიშვილი -Ryanair -ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

მარიამ ქვრივიშვილი -Ryanair -ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

access_time2019-11-09 18:05:18

„ავიაკომპანია Ryanair -ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია,“ - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. მათი ინფორმაციით, პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით უკვე სრულდება.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ირლანდიული ავიაკომპანია Ryanair - ის შემოსვლა საქართველოში. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელობვანია. Ryanair - ის შემოსვლა განაპირობებს ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი მოქალაქის საქართველოში ტურისტად მოგზაურობას, და რაც მთავარია ეს აისახება იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა


ipn




3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up