მარიამ ქვრივიშვილი რეგულაციების შესახებ

მარიამ ქვრივიშვილი რეგულაციების შესახებ

access_time2020-05-30 12:18:56

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ეხმიანება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,   რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს  ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და  სრულებით უსასყიდლო იქნება.  ახალი რეგულაციები გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო ბიზნესისა და  სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავდა.

სპეციალური რეგულაციები  კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან, კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ტურიზმის სფეროში დასანერგ რეგულაციებზე, რომელიც სავალდებულო იქნება  სექტორის წარმომადგენლისთვის. რეგულაციები შეეხება სასტუმრო, სარესტორნო ბიზნესს, ასევე ტურისტულ კომპანიებს, გიდებს და ტურისტულ ტრანსპორტს. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ რეგულაციების შექმნისას კერძო სექტორის როლი ყოფილიყო დიდი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორის წარმომადგენლები ამ რეგულაციების თანაავტორები არიან. მათი ყველა თხოვნა ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს.  ეს არის სრული პასუხისმგებლობით დანერგილი რეგულაციები, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ეს არ იქნება მძიმე ტვირთი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომ დანერგონ და შემდეგ სწორად აღასრულონ. „-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

რეგულაციების შესახებ იხილეთ ბმული:


https://www.moh.gov.ge/ka/news/5096/?fbclid=IwAR32l8N8q5B1GMiNig-iky9bOMKuFb6GN8UxGKJUkKnQ4aIA2Bar_5hceNk


თეგები:
COVID-19



აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება
access_time2021-07-27 12:44:08
„იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს“, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს, 27 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა,...

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...


მსგავსი სიახლეები

up