მარიამ ქვრივიშვილი-მზად ვართ საკარანტინო ზონებში უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ

მარიამ ქვრივიშვილი-მზად ვართ საკარანტინო ზონებში უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ

access_time2020-03-30 16:48:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილ საკარანტინო ზონებში ამ დროის მონაცემებით 4800-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. საკარანტინო ზონები მთელი საქართველოს მასშტაბით 72 სასტუმროშია შექმნილი.


„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სასტუმროებთან, ვზრდით რაოდენობას, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს, ან საქართველოში მყოფ იმ პირებს, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არა აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ჩვენი საკარანტინო ზონები გამოიყენონ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკარანტინო ზონებში მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ნაკადს.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონების მოწყობა, ორგანიზება და მართვა დაევალა, სადაც 24 საათის მანძილზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო პერიმეტრს სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს.


„ჩვენ ვმასპინძლობთ 4800-ზე მეტ ადამიანს საკარანტინო ზონაში, ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად ვკითხულობთ ამ ადამიანების ძალიან პოზიტიურ შეფასებებს, თუ რა კარგ პირობებში იმყოფებიან. როგორც იცით საკარანტინო ზონები მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს მოიცავს ამ ადამიანების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას. ეს ზომები გვეხმარება, რომ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოდიან, ასევე ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან საჭიროებენ საკარანტინო ზონაში ყოფნას, რომ უნებლიეთ არ გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. „-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.


„ტურიზმის ინდუსტრიასთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ ტურიზმის სექტორთან მჭიდრო, გამორჩეულად ძლიერი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ COVID-19-თან ბრძოლაში ტურიზმის ინდუსტრიამ გამოიჩინა ყველაზე მეტად სულგრძელობა, რაც გამოიღებს შედეგს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელსა თუ მმართველ გუნდს, რომლებმაც დიდსულოვნება გამოიჩინეს და საკარანტინო ზონებისთვის უფასოდ , ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმეს სასტუმროები.„



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით მოლოდინები ოპტიმისტურია.


„ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია სიძლიერით გამოირჩევა, მრავალი წელი გავიდა, რაც ტურიზმის სექტორი საჯარო უწყებებთან ერთად ძლიერდება და ვითარდება. ჩვენ გვახსოვს გასული წელი, რომელიც რთული იყო, მაგრამ ჩვენ ერთობლივად წარმატებულად დავასრულეთ და გავუმკლავდით იმ გამოწვევებს. მარტის, აპრილისა და მაისის თვე იქნება გამოწვევით სავსე, მაგრამ კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. სახელმწიფომ შეძლო და ამ საერთო ნეგატიურ ფონზე მთელ მსოფლიოში დაამკვირდა პოზიცია, როგორც ძალიან ეფექტურად მომუშავე ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით. „-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up