მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში

მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში

access_time2020-05-08 17:30:51

საქართველოს, ტურიზმის გახსნის შემდეგ არათუ გაუჭირდება უსაფრთხოების წესების დაკმაყოფილება, არამედ, ჩვენ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ტურიზმის სექტორი ორი თვეა ამის აღსრულებას ახდენს.


„საქართველოს არათუ გაუჭირდება ამ წესების დაკმაყოფილება, ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში. კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩვენ ორი თვეა ამის აღსრულებას ვაკეთებთ. მაშინ, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა ახლა ფიქრობს ამ გაიდლაინებზე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ახლა მუშაობს. შესაბამისად, ჩვენი პრაქტიკაში დანერგილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე ჩაგვრთო მსოფლიო ანტიკრიზისული ქვეყნების ჯგუფში, სადაც მიდის მსოფლიო ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა და იქ არის საქართველო განხილული, როგორც წარმატებული ისტორია, არა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობაში, არამედ ინდუსტრიის მზაობაში, რომ ჩვენ უკვე დანერგილი გვაქვს და ვიცით ეს გაიდლაინები. შესაბამისად, მოლოდინები ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამნერგავი ქვეყანა, თუმცა დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ არაფერი განსხვავებული იმისგან არ იქნება, რასაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ საკარანტინე სივრცეებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



მისი თქმით, მათთვის, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული, სახელმწიფო გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, რათა შექმნილი გაიდლაინების ქართულ რეალობაზე სწრაფად ადაპტირება მოხდეს.


„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ინდუსტრია ძალიან დიდია და მრავალპროფილურია, სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, გიდებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის, ტრანსპორტისთვის და კვებისთვის, რომ შექმნილი გაიდლაინები იქნას ძალიან სწრაფად ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ვგულისხმობ მათ, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული და ძალიან სწრაფად დაინერგოს, იმისთვის, რომ 15 ივნისიდან და 1 ივლისიდან ბევრ ობიექტს ჰქონდეს საშუალება, რომ ისევ ჩაერთოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მკაცრი გაიდლაინებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up