მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გზავნილია - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებას და აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება რაც აშშ-ის მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს. აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს. მნიშვნელოვანია რომ, სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის 15%-იანი შეზღუდვის პუნქტი, - წერს ქვრივიშვილი.
17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
imedinews.ge