მარიამ ქვრივიშვილი - გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით ვირუსის უნებლიე გამავრცელებლები, კარანტინში კარგია

მარიამ ქვრივიშვილი - გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით ვირუსის უნებლიე გამავრცელებლები, კარანტინში კარგია

access_time2020-03-19 13:10:11

კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თავის გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი წერს.


მისი თქმით, უკვე ათი დღე გავიდა მას შემდეგ. რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით და მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საქართველოს მასშტაბით კარანტინის ზონების შექმნა, მოწყობა და შემდგომი მართვა. ასევე, ყველა იმ ადამიანის კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ლოჯისტიკური საქმიანობების ორგანიზება, რომელსაც სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინი ეხება.


„სიტყვა კარანტინი საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს ალბათ, თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობთ თქვენთვის. მეტიც, გეტყვით, რომ სამჯერადი კვება, კარგი სასტუმრო, ხშირ შემთხვევაში კარგი ხედიც, სრული სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (ჭადრაკისებრი განლაგებითა და ე.წ. Lunch box-ებით სავარძლებზე) და 24/7 სამედიცინო და უსაფრთხოების მონიტორინგი ადგილზეა.


ასევე, ულევი პოზიტივი კარანტინში მყოფი სხვა ადამიანებისგან და სასტუმროების გმირი თანამშრომლებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თქვენს კომფორტზე.


დღეს საქართველოს მასშტაბით 1600-მდე ადამიანს ვმასპინძლობთ კარანტინის ზონად ქცეულ 22 სასტუმროში. კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია.



ვამაყობ რომ ასეთ მნიშვნელოვან, ურთულეს და ღირებულ საქმეს ვაკეთებთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ვამაყობ როცა კარანტინში მყოფი ადამიანების მადლიერ და სასიამოვნოდ გაოცებულ პოსტებს ვკითხულობ“, – წერს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.


ამასთან, მარიამ ქვრივიშვილი საკუთარი უწყებისა და სასტუმროს თანამშრომლებს, სამედიცინო და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე კარანტინში მყოფ მოქალაქეებს მადლობას უხდის.


„ამ პროცესში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 24 საათში საშუალოდ 2 საათიც ვერ სძინავთ პროცესის სამართავად, ყველა იმ სასტუმროს თანამშრომელს (მზარეულს, სერვისში თუ მიმღებში მყოფს), მფლობელს და მმართველ გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კომფორტს, ყველა სამედიცინო და უსაფთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც 24/7 უზრუნველყოფენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებაზე, გუბერნატორებს, DMO-ებს რეგიონებში და ადგილობრივ თვითმართველობებს. აჭარის მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას.


ახლა უკვე იცით თუ რამდენი ადამიანი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით უნებლიე ვირუსის გამავრცელებლები ჩვენსავე ოჯახებში, საყვარელ ადამიანებში და ჩვენივე ქვეყანაში – კარანტინში კარგია. ერთად ძლიერები ვართ და მალე დავამარცხებთ COVID-19-ს“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.


ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებითა და მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up