პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100%–ით აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – მარიამ ქვრივიშვილი

პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100%–ით აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები – მარიამ ქვრივიშვილი

access_time2022-11-24 22:00:08

„პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100%–ით აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ეს  გვაძლევს მოლოდინის საფუძველს,  რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამ მაჩვენებლებს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა  გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიებაზე, რომელიც მაროკოს სამეფოში იმართება, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკვანძო საკითხები და ყველაზე აქტუალური თემები განიხილება.  გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პლატფორმაა, საქართველო საბჭოს წევრია 2021-2025 წლებში.



როგორც მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ პროგრესზე სასაუბროდ, რომელსაც წევრმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში მიაღწიეს. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს და ემსახურება საერთო მიზნების ეფექტიან განხორციელებას. მისი თქმით, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილისა და ორგანიზაციის გუნდის უწყვეტმა მხარდაჭერამ, ახალმა ინიციატივებმა და პროგრამებმა უშუალო ზეგავლენა იქონიეს ტურიზმის აღდგენაზე საერთაშორისო მასშტაბით.


„მსურს, გამოვეხმაურო გენერალური მდივნის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და დავადასტურო საქართველოს მზაობა, ჩაერთოს ტურიზმის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის კუთხით ერთობლივ აქტივობებში. მტკიცედ გვჯერა, რომ შესაბამისი განათლებაა ის ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს სექტორის მდგრად განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up