მარიამ ქვრივიშვილი: „დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას“

მარიამ ქვრივიშვილი: „დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას“

access_time2021-05-27 22:00:00

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი, თუმცა, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების კუთხით“ - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შატო მუხრანში გამართული ღონისძიების კომენტირებისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო უწყებებისა და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა ე.წ. ინფლუენსერებმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია - ორი დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვრები გახსნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობ ტურიზმის სექტორის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის თანადაფინანსებით ამერიკული ონლაინ პლატფორმა „Steller“თან და ქართულ ტურისტულ კომპანია Caucasus Travel-ერთად არახორციელებს პროექტს „ციფრული დღეები საქართველოში“ და პროექტის ფარგლებში 18 გავლენიან ბლოგერსა და ინფლუენსერს მასპინძლობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან სტუმრები ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ყურის ქვეყნებიდან და ტურის ფარგლებში მოინახულებენ საქართველოს ყველა რეგიონს. აღსანიშნავია, რომ ტურის პროცესში შექმნილ ფოტო-ვიდეო მასალას ისინი განათავსებენ როგორც პლატფორმა „Steller“-ზე, აგრეთვე სოციალურ მედიაში (Facebook, TikTok, Instagram, Youtube).



პროექტის ფარგლებში დღეს შატო მუხრანში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში Steller-ის პლატფორმის წარმომადგენლებმა და ინფლუენსერებმა ჩაატარეს მასტერკლასი მოთხოვნადი და ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის (კონტენტის) შექმნაზე და მიზნობრივი აუდიტორიისთვის კონტენტის სწორედ მიწოდების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ნეთვორქინგის ფარგლებში შეეძლოთ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება ჩამოსულ ინფლუენსერებთან.


„ის რომ, დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ - საქართველო ერთ-ერთია პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს გახსნა საზღვრები და მზად არის უსაფრთხოდ უმასპინძლოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს. რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მჭიდროდ განვაგრძოთ თანამშრომლობა ჩვენს ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად გვექნება სამუშაო ამ დარგის უსაფრთხოდ ამოქმედებაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ყველა ის სამუშაო ადგილი, რომლებსაც წლების განმავლობაში ტურიზმში დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთად ქმნიდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.







საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი

„ქართული ოცნების“ მაკროეკონომიკური პოლიტიკის TOP 5 ნეგატიური შედეგი
access_time2021-12-01 10:00:31
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, რომელიც კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას გულისხმობდა, მათი მმართველობიდან 9 წლის შემდეგ მოსახლეობის სოციალური ფონი ისევ მძიმეა, საქართველოში ფასების საერთო დონე და ინფლაცია კი რეკორდულად იზრდება. 9 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თითქმის ყველა სახის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, „ქართული...


მსგავსი სიახლეები

up