მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წინა ხაზზე მყოფი სექტორის წარმომადგენლები, გიდები, თუ ტურისტული მძღოლები ახალი გაიდლაინებით მაქსიმალურად დაცულები იყვნენ

მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წინა ხაზზე მყოფი სექტორის წარმომადგენლები, გიდები, თუ ტურისტული მძღოლები ახალი გაიდლაინებით მაქსიმალურად დაცულები იყვნენ

access_time2020-05-17 19:15:42

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ტურისტული ასოციაციების, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კომპანიების, გიდების ასოციაციების, ტურისტული ტრანსპორტის წარმომადგენლებთან და გიდებთან.

ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

სამუშაო ონლაინ შეხვედრაზე მსჯელობა ძირითადად იმ თემის გარშემო წარიმართა, რაც არის სოციალური დისტენცირება, საქმიანობაში ჯანდაცვის ნორმების ინტეგრირება, ასევე განიხილეს გიდების, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიების, თუ უშუალოდ მძღოლების ახალი რეგულაციები და მათი პასუხისმგებლობების ახალი არეალები.

„ეს შეხვედრა იყო კიდევ უფრო მეტად გაფართოებული ფორმატის. ტურისტული კომპანიები, ტურისტული ტრანსპორტი, და ტურისტული გიდები ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვული სამი მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ მოვისმინეთ გიდების ასოციაციის, ონლაინ შეხვედრის უშაულო მონაწილე გიდების, ტურისტული კომპანიების, ტურისტული ასოციაციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სატრანსპორტო კომპანიების მოსაზრებები და მივიღეთ უკუკავშირი.


იყო საკმაოდ საინტერსო და ჯანსაღი დისკუსია. კერძო სექტორს ჰქონდა სრული თავისუფლება, წარმოედგინა საკუთარი პოზიციები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი გაიდლაინები იყოს საფუძველი იმისა, რომ საქართველომ განაგრძოს, იყოს უსაფრთხო მიმართულება, მაგრამ ამავდროულად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ის ფაქტი, რომ წინა ხაზზე მყოფი სექტორის წარმომადგენლი პირები, როგორებიც არიან გიდები, თუ ტურისტული მძღოლები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები აღნიშნული ახალი გაიდლაინებით. ამისთვისაც შედგა დისკუსია, რომ შემუშავდეს ისეთი წესები, რომლებიც პირველ რიგში დაიცავს ჩვენი მოქალაქეების და წინა ფრონტზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ პრაქტიკაში, სამუშაო რეალობაში მისი განხორციელება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღინიშნა, რომ კერძო სექტორიდან მიღებული უკუკავშირის შემდგომ თემა დამატებით დამუშავდება. ახალ გაიდლაინებსა და წესებს საბოლოო ჩამოყალიბებული სახით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორს ისევ წარუდგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up