მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს

მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს

access_time2022-05-13 20:30:00

„ყაზახეთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას, რათა ამ ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ყაზახეთში პოპულარული ბლოგერების მოწვევა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა ამ კამპანიის ნაწილია. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იმისთვის, რომ მეტმა ყაზახმა ტურისტმა იმოგზაუროს საქართველოში. დღეს საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის 5 ქალაქიდან კვირაში 20 რეგულარული რეისი ხორციელდება, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 31 - მდე გაიზრდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.


მისივე თქმით, 2022 წლის პირველ 4 თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა და ეს დინამიკა ზრდადია.



„ყაზახეთში ტურისტების რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს დინამიკა ზრდადია და 2022 წლის პირველ 4 თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა, შეგვიძლია ამ ბაზარზე უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები და შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ყახაზეთში საქართველოში ტურისტად ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფო-ტურის ფარგლებში ბლოგერებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კახეთში ვიზიტით. კერძოდ, ისინი მოინახულებენ სიღნაღს, გაეცნობიან ადგილობრივ კულინარიას, ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა. ინფო-ტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up