მარიამ ქვრივიშვილი- - ბათუმში ეპიდ. მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და დამატებითი საკარანტინი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება“

მარიამ ქვრივიშვილი- - ბათუმში ეპიდ. მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და დამატებითი საკარანტინი შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება“

access_time2020-09-02 13:33:02

მთავრობის უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ დამატებითი საკარანტინო შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება, ხოლო იმ ობიექტებზე, სადაც მოქალაქეების მაღალი კონცენტრირება ხდება თანამშრომლების სწრაფი ტესტირება  და სივრცეების ხშირი დეზინფექცია ჩატარდება.


„ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა ტურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია ვითარდება, რაც მისასალმებელია.  არსებული ეპიდ. მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც სრულად ექვემდებარება  კონტროლს მიშვნელოვანია  განვმარტოთ,  რომ არანაირი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება ბათუმში. თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიის ბიზნესის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ, დამსვენებლებმა მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომელიც პირველ რიგში ვირუსის პრევენციას ახდენს. აღნიშნული ორმხრივი პასუხისმგებლობა გვეხმარება, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვა, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი გვაქვს სხვადასხვა რეგიონიდან, კურორტიდან და მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო გასართობი ობიექტები, ღია სახის ღონისძიებები, მათ შორის ღია სივრცეში არსებული კლუბები და ა.შ.  



„დასვენებისთვის და  ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბიზნესმა ორი რამ გააკეთოს მაქსიმალურად: პირველი  თანამშრომლების სისტემატიური ტესტირება, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და მეორე სივრცეების ხშირი დეზინფიცირება.


ერთობლივი მუშაობით ჩვენ მწვანე ქვეყნის სტატუსს შევინარჩუნებთ, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს სტატუსი გვეხმარება, რომ ტურიზმის გახსნის პროცესი ძალიან ეფექტური და სწრაფი იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და  საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up