მარიამ ქვრივიშვილი ახლად შექმნილ საკარანტინო ზონაში ვენა-თბილისის რეისით ჩამოსული მოქალაქეების მიღებას დაესწრო

მარიამ ქვრივიშვილი ახლად შექმნილ საკარანტინო ზონაში ვენა-თბილისის რეისით ჩამოსული მოქალაქეების მიღებას დაესწრო

access_time2020-03-27 10:46:40

ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. სამედიცინო შემოწმებას გაივლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" მოეწყო. საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას ადგილზე დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით 64 სასტუმროში საკარანტინო ზონების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 4250-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა საზღვრებიდან შემოსული მოქალაქეების ტრანსპორტირებას, კვებას და საკარანტინო ზონებში განთავსებას ახდენს.


„26 მარტს საქართველოში ვენიდან გეგმიური ჩარტერული რეისით, საქართველოს 181 მოქალაქე ჩამოვიდა. ჩვენ ვუზრუნველყავით ამ ადამიანების ტრანსპორტირება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში," რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა. ტრანსპორტირება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების დაცვით მოხდა. მგზავრები ავტობუსებში ჭადრაკული წყობით ისხდნენ. ჩვენ დავაბინავეთ ეს ადამიანები სასტუმროში. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აგრძელებს საკარანტინო ზონების მოძიებას, ორგანიზებას და მართვას. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 64 პარტნიორი სასტუმრო და 4250-ზე მეტი ადამიანი კარანტინში."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით ევროპის მიმართულებებიდან კიდევ რამდენიმე რეისია ჩანიშნული. 28 მარტი ვარშავა-თბილისი, 31 მარტი ამსტერდამი-თბილისი გაუქმებული რეისის მგზავრებისთვის, 3 აპრილი ვარშავა-თბილისი, 4 აპრილი ლონდონი-თბილისი, 7 აპრილი ათენი-თბილისი, 10 აპრილი ლარნაკა-თბილისი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up