მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2021-06-08 14:30:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ავიაციის კომიტეტის 60-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.


შეხვედრაზე განიხილეს ინდუსტრიის წინაშე კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია, საავიაციო სტრატეგიის შექმნა,პოსტპანდემიური ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის შემუშავება, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა.



ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ავიაციის სექტორი, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია, აქტიურ გამოცოცხლებას იწყებს და ამ მხრივ დადებითი დინამიკა შეინიშნება.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაციის სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ახალი მიმართულებების კუთხით, ინტენსიურად გაგრძელდება.


„მისასალმებელია, რომ ავიაციის სექტორი თავადაც აღნიშნავს იმ დადებით დინამიკას, რაც აისახება ციფრებში - დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%. რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, მათ შორის ახალი მიმართულებებით, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია, ავიაციის ინდუსტრიის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად და მდგრადად მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის სექტორის გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგის განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.







ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up