მარიამ ქვრივიშვილი - აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი  ინფლუენსერებისა და ბლოგერების საქართველოში სტუმრობის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე

მარიამ ქვრივიშვილი - აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი ინფლუენსერებისა და ბლოგერების საქართველოში სტუმრობის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე

access_time2022-01-24 13:40:00

„ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ - დან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. მათ ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავთ და თავიანთ სფეროში საუკეთესო სპეციალისტებად მიიჩნევიან. ინფლუენსერები და ბლოგერები მოამზადებენ პუბლიკაციებს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების, ქვეყნის სამთო კურორტებისა და სამოგზაურო - სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ, გამოაქვეყნებენ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს საქართველოსა და მისი ლამაზი ბუნების, უნიკალური სამზარეულოს, ტურისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობების და სტუმარმასპინძლობის თაობაზე. მოველით, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტულად აქტიური ქვეყნის ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე, ასევე პოპულარიზებას გაუწევს ზამთრის ტურისტულ სეზონს. ინფლუენსერებსა და ბლოგერებს თავად აქვთ შესაძლებლობა, ნახონ და გამოსცადონ ტურისტული ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე და თავისი შთაბეჭდილებები სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციურ მოგზაურებს გაუზიარონ. მოველით, რომ მათი აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სწრაფ აღდგენას, ასევე დაგვეხმარება მიზნობრივი ბაზრებიდან უფრო მეტი მაღალმხარჯვეუნარიანი მოგზაურის მოზიდვაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც გუდაურში საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერებისა და ინფლუენსერების 15-კაციან ჯგუფს უმასპინძლა.



ისინი საქართველოში სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ. 




სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ეს კურორტი სამთო სპორტის მოყვარულებს სთავაზობს, მათ შორის, თხილამურით და სნოუბორდით სრიალს, ჰელისკის და სხვა სათავგადასავლო აქტივობებს.



აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური დაათვალიერებს საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობა არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს და შექმნიან ფოტო - ვიდეო და ტექსტურ კონტენტს ქვეყნის ზამთო - ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.



ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up