მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

access_time2019-03-01 22:45:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმები გააცნო.

  მარიამ ქვრივიშვილმა  შეხვედრაზე  პრეზენტაცია  გამართა და ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები და 2025 წლის ტურიზმის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.  

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პალატის წევრები სხვადასხვა სექტორის, მათ შორის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არიან.   ჩვენ მათ გავაცანით 2019 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე 2025 წლის სტრატეგია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა, რადგან  უფრო მეტ ადამიანს, მეტ კომპანიას დავაინტერესოთ, რომ ტურიზმის სფეროში განახორციელონ ბიზნესი." -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ კოუგილმა.

"ორი მიზეზით არის ეს პრეზენტაცია ძალიან საინტერესო.  პირველ რიგში ის  მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,  მეორე  მიზეზი კი როგორც იცით ამ საბჭოს ბევრი წევრი ტურიზმის ბიზნესშია ჩართული.


ძალიან მომეწონა პრეზენტაცია, ვფიქრობ ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა სწორ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენს გვაძლევს დიდ  იმედს, რომ 2025 წლის სტრატეგის მიხედვით დასახული გეგმები წარმატებით შესრულდება. ვფიქრობ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზუსტად იმას აკეთებს, რაც საჭიროა და ტურიზმის კომიტეტი და ტურიზმის ადმინისტრაცია გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას." 

 

 





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up