მარიამ ქვრივიშვილი  Airbnb-სა და დაჯავშნის სხვა ონლაინ პლათფორმებზე  რეგისტრირებული ბინების მესაკუთრეებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი Airbnb-სა და დაჯავშნის სხვა ონლაინ პლათფორმებზე რეგისტრირებული ბინების მესაკუთრეებს შეხვდა

access_time2019-02-28 19:20:37

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ონლაინ დაჯავშნის პლათფორმებზე რეგისტირებული ბინების მესაკუთრეებთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, Airbnb-ზე რეგისტრირებული აპარტამენტების მეპატრონეები, რომელთა რაოდენობა 22 ათასს აღწევს, საკმაოდ კარგი მასპინძლები არიან. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად წყლის ტარიფის თემა განიხილეს.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დარგის წარმომადგენლებს სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ.



საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით, არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით. აღნიშნული პროექტი შეეხება მხოლოდ (სასტუმროს ტიპის ობიექტებს, მოტელებს, ჰოსტელებს, მცირე სასტუმროებს, აპარტჰოტელებს) რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად.




მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სემეკ-ში მუშაობა გრძელდება და განხილვის პროცესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება.



შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა სფეროს წარმომადგენლებს უფასო ტრეინინგების ჩატარება შესთავაზა. ადმინისტრაცია ამ ბიზნესში ჩართულ პირებს უნარ-ჩვევების ამაღლებაში დაეხმარება.


დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.



„ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა პოზიცია, რომ ამ ადამიანების როლი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში ძალიან დიდია. ციფრებით, რომ ვისაუბროთ დაახლოებით 22 ათასზე მეტი დარეგისტრირებული ობიექტია, რომელიც გაქირავებას ექვემდებარება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის ისინი ძალიან კარგი მასპინძლები არიან. შესაბამისად ჩვენი როლიც მკაფიოა. გვინდა, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ, რა იქნება ჩვენი სამიზნე ბაზრები, იმისათვის რომ ერთობლივად შევძლოთ „სტრატეგია 2025“-ის შესრულება. ჩვენ დარგის წარმომადგენლებს დავპირდით, რომ ვიქნებით პლატფორმა, რათა შეძლონ და გააჟღერონ ნებისმიერი სახის კითხვები და მიიღონ პასუხები. დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და ჯანსაღი იყო, რადგან გამოჩნდა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდათ და ერთად გავიზიარეთ ის კარგი ამბავი, რაც გულისხმობს მათთვის ტარიფი არ გაძვირდება“, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.







ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...


მსგავსი სიახლეები

up