მარიამ ქვრივიშვილი: „2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-იანი აღდგენაა“

მარიამ ქვრივიშვილი: „2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-იანი აღდგენაა“

access_time2022-10-05 21:00:00

„ტურიზმის სექტორთან ერთად შევაჯამეთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკა - გვაქვს საკმაოდ წარმატებული აღდგენა ორივე სექტორში, განსაკუთრებით, გამოკვეთილია ის შემოსავლები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ტურიზმის ინდუსტრიიდან - ეს არის 2,1 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც ჯამში, ნიშნავს 94%-იან აღდგენას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით კარგი მონაცემებია 2022 წლის აგვისტოსა და ივლისში, როდესაც არამხოლოდ აღდგა შემოსავლები 2019 წელთან ანუ იმ წელთან შედარებით, როცა ტურიზმი იყო ყველაზე მაღალ ნიშნულზე, არამედ გაუმჯობესდა ორივე თვის მაჩვენებლები საშუალოდ 20 % ით.


„ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ღამის თევების რაოდენობის ზრდაში, ასევე გაზრდილია საშუალო დანახარჯი და სწორედ ამიტომაც ხდება, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი ხარჯავს უფრო მეტს ჩვენ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ იმ რეგიონებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ახორციელებენ ტურისტები - ანუ სად მოგზაურობენ, რატომ მოგზაურობენ და რა მიზნები აქვთ. კერძო სექტორს ასევე გავაცანით ძალიან საინტერესო ანალიტიკა, რომელსაც მუდმივად ვიღებთ ჩვენი პარტნიორი „მასტერ ქარდის“ მხრიდან, რითიც კერძო სექტორს ჰქონდა შესაძლებლობა, უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო მათი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შესახებ. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი შეეხო ავიაციის ინდუსტრიას, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ტურიზმის სექტორში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ავიაციის კუთხით, ფაქტობრივად თითქმის სრულად აღდგა ავიაციის ინდუსტრია საქართველოში.


„თუ შევადარებთ 2019 წელს, მნიშვნელოვანია რომ მზარდია ახალი კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის მიმართულებით, ასევე სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც თავისი პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავლებსა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე. მოლოდინები გვაქვს საკმაოდ პოზიტიური, ეს დამყარებულია იმ არსებულ ციფრებზე და იმ ჯავშნებზე, რომელიც კერძო სექტორს აქვს. გარდა ამისა, ეს მოლოდინები დაფუძნებულია ავიაციის ინდუსტრიაზეც ანუ იმ სიხშირეებზე , რასაც ჩვენ ველოდებით ზამთრის სეზონზე. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ის კარგი და ჯანსაღი პოზიტიური აღდგენის დინამიკა, რომელიც გვქონდა ზაფხულის სეზონზე, ზამთრის სეზონზეც შენარჩუნდება“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up