მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით,ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა

მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით,ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა

access_time2022-01-14 13:20:00

„ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ტურისტულად აქტიურია, შეფასების მთავარი ამოსავალი არის შემოსავლები. თუკი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ჰპოვებს ამ ინდუსტრიიდან, მაშინ მას ისეთი პოზიტიური ეფექტი ვერ ექნება ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა 2019 წელთან შედარებით. ალბათ, ეს არის პირველი ინდიკატორი, რითიც ჩვენ შევაფასებთ გასულ 2021 წელს როგორც საკმაოდ პოზიტიური შედეგების მქონეს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 130 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2019 წლის მაჩვენებლის 38 პროცენტი შეადგინა.




„უცვლელია ჩვენი პოზიცია, რომ მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველ უნარიანი ტურისტის მოზიდვაზე და ამაში გვეხმარება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ევროკავშირის ქვეყნებთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან და სხვ. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების ჩამოყვანაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვ. ამ ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ტურისტი საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, რომელთა ჩამოსვლაც ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ 2022 წელს ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამიზნე ქვეყნებთან, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახდენთ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up