მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა

მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა

access_time2021-09-06 22:40:00

„კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმატში მუშაობა. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა შეცვალა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლის სტრუქტურა. კერძოდ, თუკი 2019 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში მათი დიდი ნაწილი (73.7 პროცენტი) საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიოდა, 24,7 პროცენტი კი საჰაერო გზით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანაფარდობა შეიცვალა და თითქმის თანაბარია. 2021 წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების 50 პროცენტი საჰაერო გზით შემოვიდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მათ საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.



მინისტრის მოადგილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის - რუსეთისა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დახურულია, ვერ ხდება ტურისტების იმ დინამიკით შემოსვლა, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა, გვქონოდა გახსნილი სახმელეთო საზღვრების შემთხვევაში, რასაც 2019 წელს ჰქონდა ადგილი.




ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26 პროცენტი და 96 პროცენტი შეადგინა.



სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, სამოქალაქო ავიაციიის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up