მარიამ ქვრივიშვილი: 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს

მარიამ ქვრივიშვილი: 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს

access_time2019-07-16 16:39:45


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი 2013-19 წლებში მარკეტინგული კამპანიისთვის დახარჯულ თანხებზე მედიასთან საუბრობს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.



„ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს.



2013-2019 წლების პერიოდში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა. რუსეთის ბაზარზე კი -13 მილიონი ლარი, რაც ჯამური დანახარჯის მხოლოდ 18.6% პროცენტს შეადგენს.




ამასთანავე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მარკეტინგული დანახარჯები გაიწეოდა შემდეგ მიმართულებებზე: ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და იაპონია, ხოლო რუსეთში არ დაიხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები შემდეგი მიზეზიდან გამომდინარე - ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ტურისტულმა ნაკადმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია და ჯამურად ბოლო წლებში საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენიმე მილიონი შეადგინა.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ გამოიღო:



„საქართველო არის ევროპული ქვეყანა, თავისუფალი ხალხით და ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობით და უსაფრთხო გარემოთი - ეს არის პოზიცია, რომელსაც ამკვიდრებდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა. როდესაც ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ გამოიღო შედეგი, ჩვენ აღარ გვიწარმოებია მარკეტინგული კამპანია რუსეთში.



აქედან გამომდინარე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ჩვენი კერძო სექტორი აღარ საჭიროებდა ჩვენს დახმარებას აღნიშნულ ტურისტულ ბაზარზე და ჩვენგან დამოუკიდებლადაც განაგრძობდა წარმატებულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე აქვს ნულოვანი დანახარჯი.“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.





ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up