მარიამ ქვირივშვილი- „ყველასასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან  ვამყარებთ კომუნიკაციას, რათა ვიყოთ სრულ კოორდინაციაში გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებით“

მარიამ ქვირივშვილი- „ყველასასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან ვამყარებთ კომუნიკაციას, რათა ვიყოთ სრულ კოორდინაციაში გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებით“

access_time2020-08-10 17:40:58

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.


„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანიამაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას დარჩნენ იმ სასტუმროებში სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144."


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.


„თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან მოხდეს მოქალაქეებისორგანიზებული გადაყვანა სხვა რეგიონებში, სადაც ჩვენ საკარანტინო სივრცეები გვაქვს მოწყობილი.



საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო მთელ მსოფლიოში, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის დროულად მოახდინა რეგულაციების შემოღება სანიტარული ნორმების დასაცავად.


ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური მხარდაჭერით ყველა პროტოკოლი გვაქვს შემუშავებული ტურიზმის სექტორისთვის, რათა ვირუსის გავრცელების რისკი იყოს მინიმალური. ეს ეხება როგორც განთავსების ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს.


ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება."


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით ვირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში ტურიზმის გახსნა ეტაპობრივად ხდება.


„ტურიზმის თანმიმდევრული და ფრთხილი გახსნა საქართველოს მთავრობის გეგმისნაწილია, სწორედ ამიტომ ხდება ეტაპობრივად ქვეყნების შერჩევა და რეისების ეტაპობრივიაღდგენა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად ვისწვალოთ დაკიდევ უფრო გავამყაროთ ამ პროცესებისმართვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიდატურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივიაცია, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ. "-განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up