მარიამ ქვირივშვილი- კარანტინის პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა აქვთ, რათა თავი აარიდონ სავალდებულო კარანტინის გავლას“

მარიამ ქვირივშვილი- კარანტინის პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა აქვთ, რათა თავი აარიდონ სავალდებულო კარანტინის გავლას“

access_time2020-08-15 16:15:59



მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.


„ბოლო პერიოდში საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ადგილი. ბუნებრივია მცდელობები არ მართლდება. მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელები და გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზები, თუ რატომ გააქტიურდი მსგავსი შემთხვევები. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საკითხებით ცდილობენ თავი აარიდონ იმ სავალდებულო უკვე 12 დღიან კარანტინის პერიოდს, რომელიც უნდა გაიარონ.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საკარანტინო სივრცეების პროექტი, საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა და მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის კუთხით.
დღევანდელი მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოკვეთილია საქართველოში კოვიდ-19-ის იმპორტირების 300-ზე მეტი შემთხვევა. ალბათ მარტივია საზოგადოებისთვის და მედიასაშუალებებისთვის, რომ შეაფასონ თუ რა მოხდებოდა ეს 300 ადამიანი, რომ არ გადაეყვანათ საკარანტინო სივრცეებში, ვირუსი მასიურად გავრცელდებოდა. მოგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ის იმპორტირებული შემთხვევები ყოველდღიურად, მეტ-ნაკლები ინტენსივობით საკარანტინო სივრცეებში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის მატარებლები შემოდიან და ამ შემთხვევების ყველაზე ეფექტური პრევენცია სწორედ საკარანტინო სივრცეებია. არაფერი რომ არ ვთქვათ, თუ რა მასშტაბის ღირებულა აქვს საკარანტინო სივრცეებს ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირი ხელშეწყობის კუთხით. მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ, თუ როგორ ხდება საკარანტინო სივრცეების პროექტში ჩართვა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მარტივი, მკაფიო კრიტერიუმები, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს ეყრდნობა. ყველა სასტუმრო რომელმაც ინტერესი გამოხატა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, იმ ფიქსირებული ტარიფით, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, დღეს საკარანტინო პროექტში ჩართულია. ასევე დაგიდასტურებთ, რომ სასტუმროების დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საკარანტინო პროექტში ჩართვაზე. უარის ორი მიზეზი მივიღეთ. პირველი, გაუგებარი მიზეზების გამო სასტუმროების მფლობელებს ურჩევნიათ სასტუმრო იყოს დახურული ვიდრე პროექტში ჩაერთოს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობით სასტუმროების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ თანამშრომლები დასაქმებული ჰყავდეთ, მეორე მიზეზია იმ სასტუმროების კატეგორია, რომელმაც შიდა ტურიზმიდან საბედნიეროდ საკმაოდ მაღალი დატვირთვის კოეფიციენტი მიიღო.




რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში არსებულ პირობებს, ჩვენ ღიად მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, მზად ვართ მაქსიმალური ინტენსივობით შემოგთავაზოთ მედია ტურები საქართველოში არსებულ საკარანტინო სივრცეებში. ჩვენ ვუზრუნველყობთ, თქვენს ჩასვლას, პროტოკოლების დაცვით, თქვენ შეაფასეთ არსებული მდგომარეობა და შემდეგ მიაწოდეთ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებას. ეს არის 5 ვარსკვლავიანი სერვისი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს,რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტული გარემო. ჩვენ გვესმის, რომ კარანტინში ყოფნა არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია როგორც ჩვენი ოჯახების, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თეგები:
კარანტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up