მარიამ ჯორჯაძე - ხშირად ფერმერებს არჩევანის საშუალებაც არ აქვთ, რომ ბიოწარმოებაზე გადავიდნენ

მარიამ ჯორჯაძე - ხშირად ფერმერებს არჩევანის საშუალებაც არ აქვთ, რომ ბიოწარმოებაზე გადავიდნენ

access_time2019-11-06 09:40:17

ქართველი ფერმერების ნაწილს ბიოწარმოების განვითარება სურს, თუმცა ხშირად ასეთი არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ, – ამის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

 

გადაცემაში საქართველოსთვის ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელობა, პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

 

„ელკანას“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიოწარმოება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა მსოფლიო ბაზარზე და ის სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა აღიაროს. თუმცა, ჯორჯაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულების მხარდაჭერა 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში არ გაითვალისწინა და გასულ წელს დაპირებული 100 მილიონი ლარის მოცულობის ხელშემწყობი პროგრამაც შეაჩერა. ბიოწარმოების პრიორიტეტად აღიარების მოთხოვნით 1200 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „ელკანამ“ უკვე პარლამენტსაც წარუდგინა.

 

დისკუსიის დროს ჯორჯაძემ აღნიშნა, რომ ბიოწარმოების დანერგვა ქართული მეღვინეობის სექტორს პრობლემების დაძლევაში დაეხმარა და ფაქტობრივად, კარგი ღვინის გარანტიად იქცა.


 

ბიოწარმოების მიმართულებით არსებული პრობლემები

 

„ყველაზე მეტი სერტიფიცირებული ბიომეურნე დღეს მევენახეობაშია, რადგან როცა გაუჭირდათ, ყველა წავიდა სერტიფიკატის ასაღებად, რადგან ეს იყო მათი გარანტია უკეთესი გაყიდვებისთვის. ბევრი ბიომეღვინე გვყავს, ვინც ძალიან ძვირად ყიდის თავის სერტიფიცირებულ ღვინოს. ხშირად არც აწერენ, რადგან სერტიფიცირებულია და ვაზის ბიომეთოდებით მოვლა საუკეთესო ღვინის მოწევის ერთ-ერთი გარანტია. ახლა დიდი კომპანიებიც გადავიდნენ ბიოწარმოებაზე, რადგან ეს ხარისხიანი ღვინის გარანტია“, – განაცხადა ჯორჯაძემ.

 

თუმცა, „ელკანას“ დირექტორის ინფორმაციით, ხშირად ფერმერებს ბიოწარმოების დანერგვის სურვილი კი აქვთ, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევათ, რაც ხარსიხიანი პროდუქციის წარმოების პერსპექტივას აბრკოლებს.

 

„მაგალითად მეთხილეობის სექტორი, სადაც 2018 წლიდან ვმუშაობთ და დაახლოებით 800 ფერმერია გაერთიანებული. პრინციპში რვაასივე ფერმერს ბიოსტანდარტზე უნდოდა ორიენტაციის აღება, მაგრამ რადგან ჩვენთან მცირე მეურნეობებია და ფაროსანას საყოველთაო შეწამვლის პროგრამა ჩატარდა, არ მოხერხდა. არადა, ხშირ შეთხვევაში, ფაროსანაზე მეტად ფერმერების ცოდნის პრობლემა დგას. ვგულისხმობ, რომ თხილს ისევე უნდა მოუაროს, როგორც ვაზს, რადგან თხილი ინდუსტრიული კულტურა გახდა და მას მთელი რიგი აგროღონისძიებების გატარება სჭირდება. ის, რომ ადრე ფერმერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა თხილის ბაღში – მოსაკრეფად, ასე აღარ შეიძლება და ა.შ. ამაზე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ხშირად ადამიანებს, ვისაც ბიოწარმოებაში ჩართვა სურდა, ამის საშუალება არ აქვთ, რადგან საყოველთაო შეწამვლის დროს მისი მცირე ნაკვეთის სისუფთავის დაცვა რთულია. არადა, ევროპასა და განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში სრულიად განსხვავებული კანონია. თუ ვინმემ განაცხადა, რომ ბიომეურნეობაზე გადადის, იქ არის ელემენტარული დაცვის საშუალება. აქ მილიონების ხარჯვაზე არ არის საუბარი. აქ პრობელმაა ის, მე რომ ბიოწარმოებაზე გადასვლა მინდოდეს, ამის არჩევანიც არ მაქვს, რადგან იმდენად მცირეა ჩემი ნაკვეთი, რომ არ გამოვა, რადგან ყველა მეზობელი შემიწამლეს. არადა, ჩვენ მსოფლიოს იაფი პროდუქციით ვერ გავაკვირვებთ, კონკურენტუნარიანი ამ კუთხით საერთოდ არა ვართ. მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციაა ჩვენი მომავალი“, – განუცხადა მარიამ ჯორჯაძემ „ბიზნესპარტნიორს“.


 1tv.ge




პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...


მსგავსი სიახლეები

up