მარიამ ჯაში: ვიმედოვნებ, რომ 2019 წლისათვის განათლების სფეროს დაფინანსება სულ მცირე 100 მილიონი ლარით გაიზრდება

მარიამ ჯაში: ვიმედოვნებ, რომ 2019 წლისათვის განათლების სფეროს დაფინანსება სულ მცირე 100 მილიონი ლარით გაიზრდება

access_time2018-08-10 18:12:45


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს იმედი აქვს, რომ 2019 წლისათვის განათლების სფეროს დაფინანსება სულ მცირე 100 მილიონი ლარით გაიზრდება.



როგორც ჯაშმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან დეკლარირებულია, რომ განათლების სისტემაში იქნება მუდმივი საბიუჯეტო ზრდა და ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 



“დღევანდელი მოცემულობით, განათლების სისტემისათვის ჩვენ გვაქვს მილიარდ 800 ათასი ლარის მოცულობის ბიუჯეტი. ეს არის მშპ-ს დაახლოებით 3%. ჩვენი მიზანია სულ მცირე გაორმაგება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წლიდან განათლების სისტემის დაფინანსება მშპ-ს 6%-იან ნიშნულზე გვექნება. ყოველწლიურად უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზაცია. გასულ წელს განათლების დაფინანსება 67-მილიონით გაიზარდა, ხოლო 31 მილიონით - კულტურის სფეროს დაფინანსება. ჩვენი მიზანია, რომ 2019 წლისათვის სულ მცირე 100 მილიონი ზრდა უზრუნველვყოთ. ეს არ იქნება საკმარისი ყველა ძირეული რეფორმისათვის, მაგრამ ეს არის ნიშნული, რომლითაც ჩავთვლი, რომ კარგი ნაბიჯი გადავდგით განათლების სისტემაში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა. 




განათლების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მარიამ ჯაში კოლეგებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.






რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up