მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, ვინც შეძლო გაბედული ნაბიჯების გადადგმა

მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, ვინც შეძლო გაბედული ნაბიჯების გადადგმა

access_time2019-03-22 19:45:13

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა გაბედულ ნაბიჯებად შეაფასა.

 

„2019-20 წლებისთვის დაგეგმილი ეროვნული გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ კომიტეტი ბევრად უფრო აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული წინადადებების განხილვაში. ჩვენ აპრილის ბოლოსთვის ველოდებით სამუშაო ვერსიას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

დეპუტატს სწორ და გამართლებულ ნაბიჯად მიაჩნია მინისტრის გადაწყვეტილება, რომ მეოთხე გამოცდის არჩევანის გაკეთების ავტონომია მიენიჭოს უმაღლეს სასწავლებლებს.

 


„მშობლიურ ენასა და უცხო ენაში გამოცდის სავალდებულობა არის აბსოლუტურად მართებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაფართოოთ არჩევანის შესაძლებლობა ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საგნებთან მიმართებაში. მე შევხვდი ქიმიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების პედაგოგებს და მათ ჰქონდათ საერთო წუხილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით საერთო პოზიციას, რომელიც იქნება შეჯერებული და რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს პედაგოგიურ კორპუსს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, „სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არის თანხვედრაში საერთაშორისო ტენდენციებთან“.

 

„ის ორიენტირებული იქნება განათლების ხარისხზე და არა გამოცდების პროცესზე. ვფიქრობ, რომ სკოლას და უნივერსიტეტს უნდა მიეცეს უფრო მეტი ავტონომია, თუმცა უფრო მკაცრი კოლეგიალური ზედამხედველობის პირობებში. გამოცდების დუბლირების აღმოფხვრა იქნება გარანტირებული. ეს არის საკითხი, რომელზეც პირადად მე 2 წელია ვმსჯელობ, თუმცა მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელმაც შეძლო ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


წყარო:IPN





კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up