მარიამ ჯაში - გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ამოცანებს

მარიამ ჯაში - გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ამოცანებს

access_time2019-02-07 22:45:09

ხელი უნდა შევუწყოთ პედაგოგების მოტივაციის ზრდას როგორც პროფესიული, ასევე მატერიალური ანაზღაურების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უსმენდნენ.

 

„გამოცდებთან დაკავშირებით არაერთხელ გავაჟღერეთ პოზიცია. პირადად მე, როგორ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებდი არსებულ საატესტატო სისტემას, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა მოდიფიცირებას. გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ამოცანებს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში გაუქმებასთან დაკავშირებით არ გვქონია საბოლოო პოზიცია, ექსპერტთა შეფასებითაც, ასევე საზოგადოების მხრიდან გამოხმაურების თვალსაზრისით, ვფიქრობ, არსებული სისტემით საატესტატო გამოცდები ნამდვილად არ იყო ეფექტური“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

მისივე თქმით, სკოლა, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში, ორიენტირებული რჩებოდა გამოცდების ჩაბარებაზე და არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, შინაარსობრივად და შემოქმედებითად საინტერესო პროცესის უზრუნველყოფაზე.

 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა ახსენა ჩრდილოვანი განათლების პრობლემა, რომელშიც სულ მცირე 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება მშობლების მხრიდან.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ვუდასტურებ უდიდეს პატივისცემას თითოეულ პედაგოგს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჯარო სკოლაში თუ სკოლის მიღმა ახორციელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჩვენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებისთვის არ უნდა ვაიძულოთ მშობლები, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღება უწევდეთ შვილების მოსამზადებლად გამოცდაზე ორიენტირებული სასწავლო სისტემისთვის. პარალელურად ასევე ხელი უნდა შევუწყოთ პედაგოგების მოტივაციის ზრდას როგორც პროფესიული, ასევე მატერიალური ანაზღაურების გაუმჯობესების კუთხით. ეს უკვე დაანონსებულ იქნა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მომდევნო წლებში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ზრდა. აქვე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ თანაბრად ვიზრუნოთ პედაგოგების გაუმჯობესებაზე არამხოლოდ სკოლაში, არამედ საბავშვო ბაღების საფეხურზე. ასევე, არაფორმალურ განათლებაში, სახელოვნებო განათლებაში რჩება მასწავლებლების არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება, რაც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. თუკი ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც მე აბსოლუტურად მივესალმებოდი უწყებების გაერთიანებას, იქნება სახელოვნებო განათლების გაუმჯობესება, ასევე სპორტული განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

მისივე თქმით, წარმატებით ინერგება ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ.

 

„ესეც გახლავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს, პედაგოგებს, აღნიშნული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნული კანონმდებლობის შემუშავებაში. 57 საჯარო სკოლაში გახდება შესაძლებელი პროფესიული განათლების მიღება. რვა ახალი კოლეჯის მშენებლობა და ფუნქციონირება არის დაგეგმილი 2019-2020 სასწავლო წლისთვის და სამი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც არის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი პროფესიული განათლების რეფორმაში. ეს გახლავთ კერძო კოლეჯების თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაყენება საჯარო კოლეჯებთან. 2019 წელი არის პირველი წელი, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებით კერძო კოლეჯებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ სტუდენტები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

მისივე თქმით, პრაქტიკულად აღმოფხვრილია საკანონმდებლო ჩიხი და 2019 წლის საგაზაფხულო მიღების შემდგომ სტუდენტებს კოლეჯებში ექნებათ საშუალება, პარალელურად მიიღონ ინტეგრირებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა და მიიღონ როგორც კოლეჯის დიპლომი, ასევე სკოლის ატესტატი.

 

მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ კოლეჯებს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის რეინვესტირების საშუალება ეძლევათ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების საფეხურის გაუმჯობესებისთვის.

 

წყარო: 1 TV






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up