მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

access_time2019-02-14 14:00:52

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.


ანგარიში, 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან და საკანონმდებლო კუთხით არსებულ გამოწვევებთან ერთად სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, 2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: კუმურდო, ვარძია, უფლისციხის ინფრასტრუქტურა, ნიკორწმინდა, გორისციხე, ნიკო დადიანის სასახლე, სვანეთის კოშკები და მაჩუბები, მეტეხის ტაძარი, სენაკის ხორავას სახელობის თეატრი.


„2018 წელს სააგენტო მუშაობდა 40 ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე. დღეისათვის დასრულებულია 25 პროექტი. შემუშავებულია ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტი ესტონური კომპანიის მიერ. ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ობიექტების ინვენტარიზაციისა და მათთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულია წარმატებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კუთხით, ასევე, საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით. მან, ასევე, ისაუბრა 2019 წელს დაგეგმილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის, კონსერვაციის, კვლევისა და პროექტირების შესახებ.


კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. მისი ინფორმაციით, დასრულების სტადიაშია მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გრძელდება ნოქალაქევის კომპლექსის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრისა და აწყურის ციხის რეაბლიტაცია.


„ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მცხეთისა და გელათის ამოღება იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან. ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.



მისი თქმით, 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლისა და რესტავრაციის საქმესთან დაკავშირებით 8000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მისივე ინფორმაციით, სააგენტოსა და და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ძალისხმევით, ასევე სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ ხელშწყობით 122 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.


„ბოლო 5 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება მუზეუმებსა და მუზეუმნაკრძალებში ვიზიტორთა რაოდენობა, რის შედეგადაც 5-ჯერ გაიზარდა შემოსული ფინანსური რესურსების რაოდენობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 2019 წელს კომიტეტის მთავარი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შემუშავება, რომელიც შექმნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებელ რეგულაციებს.


„კულტურის უწყებასთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომიტეტი უკვე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, თუ როგორ შეიძლება ეროვნული კატეგორიის ძეგლების ისტორიის ნებსით თუ უნებლიედ დამახინჯებისგან დაცვა. ჩვენ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს ახლავთ მათივე ტურისტული სააგენტოს ქოლგის ქვეშ მყოფი გიდები, რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ ისტორიულ ფაქტებს არაზუსტად აწვდიდნენ ტურისტებს. პირველ ეტაპზე, ვიწყებთ საანოტაციო და საინფორმაციო დაფების განთავსების ვალდებულების შემოღებას საკანონმდებლო დონეზე, რათა ეროვნული კატეგორიის ძეგლები იყოს დაცული მათი ისტორიისა და ისტორიული ცნობების არამართლზომიერი მიწოდებისგან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


კომიტეტის სხდომა ბორჯომში 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ. სხდომის დღის წესრიგშია, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები.


კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით იმართება.







„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ  გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...


მსგავსი სიახლეები

up