მარია ზახაროვა თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩასვლაზე: მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ

მარია ზახაროვა თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩასვლაზე: მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ

access_time2020-02-13 23:45:31

დისკუსიას იმის თაობაზე თუ ვინ წარმოადგენს თბილისში რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სუვერენულ ქვეყანაში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსვლით ან არ ჩამოსვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს.

„ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ ჩამოვა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება. სულ ეს არის. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ჩამოდის შენთან, მთავრობა არ უნდა მიდიოდეს, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“, - დასძინა მან.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს


საგარეო საქმეთა მინისტერის მოადგილე, ლაშა დარსალიამ კარასინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

 

Imedinews.ge





NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...


მსგავსი სიახლეები

up