მარია ზახაროვა - საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება

მარია ზახაროვა - საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება

access_time2019-12-13 20:00:56

ვთვლი, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომელებიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება მოექცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ვიდეოხიდით განუცხადა, რომელიც მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვსა და მინსკს შორის გაიმართა.


მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.


„საერთოდ, საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს, ვიმეორებ: ეს კურსები 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამ ამბავმა სწორედ ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება და რეაქციები. ვნახე საინფორმაციო პლატფორმებზე ღონისძიებაც ჩატარდა სახელწოდებით, თითქოს ეს არის ახალი საოკუპაციო ბაზა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ვთქვა, ეს კითხვები ჩვენთან არ უნდა იყოს, ეს არის რუსული ენის კურსი, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და კარგი იქნებოდა პირველწყაროდან მიგეღოთ მეტი ინფორმაცია. თუმცა ვთვლი, რომ ასეთი კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომლებიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში მოექცეს“, - განაცხადა ზახაროვამ.



ცნობისთვის, ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლის.


ipn.ge





მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...


მსგავსი სიახლეები

up