მარია ზახაროვა - ჩვენ ვხედავთ, საქართველოს როგორ ტენიან იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში რაღაც სტაბილურობას ასახელებენ

მარია ზახაროვა - ჩვენ ვხედავთ, საქართველოს როგორ ტენიან იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში რაღაც სტაბილურობას ასახელებენ

access_time2019-09-13 12:39:40

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.


„თუ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ჩვენ ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ. მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე და ა.შ. მსურს შეგასხენოთ, რომ სწორედ აშშ-ის ზეწოლით მიღებულმა 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს „გარანტირებული“ შესვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო აღქმული, როგორც პირდაპირი სიგნალი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის. ამ აგრესიამ, საბოლოო ჯაში, რეგიონში ცვლილებები გამოიწვია, რომლის წინაპირობები და მიზნები დასავლელი ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიერ ჯიუტად უგულვებელყოფილია“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით „აძლიერებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას, დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, წარმატებით ავითარებენ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, საგარეო ვაჭრობასა და საერთაშორისო კავშირებს“.



„ჯამში, გასული წლების განმავლობაში ქართული აგრესიისა და ეკონომიკური ბლოკადის შედეგად სერიოზულად დაზარალებული აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, შედგნენ როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ორივე რესპუბლიკაში მოქმედებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების სისტემა, ვითარდება პოლიტიკური გარემო და დემოკრატიული პროცესები, შენარჩუნებულია ეროვნული კულტურა და თვითმყოფადობა. რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც გვარდება (ზოგიერთი წარმატებით, ზოგიერთის გადაწყვეტილება კი ჯერ მოსაძებნია)“, – განაცხადა ზახაროვამ, რომლის თქმითაც, „სოხუმისა და ცხინვალის საერთაშორისო პოზიციები მყარდება“. ამის ბოლო მაგალითად მან სირიასთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დაასახელა.




რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლელ პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩასვლას ურჩევს.



„თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურება, სურთ, გაიგონ რეალური სიტუაცია ამ სახელმწიფოებში, შესაძლებელია იქ უბრალოდ ჩასვლა. როგორც ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში – აქვს. ეს ფასი ექვივალენტურია ბილეთის ფასის, რომელიც შეიძლება შეიძინო, ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს, პირდაპირ ჰკითხო მათ, რას ფიქრობენ ისინი რეგიონში და თავიანთ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ ისინი საკუთარ რეალიებს იმის მაგივრად, რომ მთელი ისტორია მათ ნაცვლად მოიგონო“, – განაცხადა ზახაროვამ.



რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურება, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ავითარებს ეკონომიკას და სხვა სფეროებს დემოკრატიულ საფუძვლებზე“. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის შემცველი მრავალი პუბლიკაციის მიუხედავად, საჭიროა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლა, „თუ გსურთ გაიგოთ, რა ხდება იქ“.



1ტვ






Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up