მარგველაშვილი - შინდისის ბრძოლა მაგალითია, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები

მარგველაშვილი - შინდისის ბრძოლა მაგალითია, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები

access_time2018-08-11 10:24:14

საქართველოს პრეზიდენტი შინდისის ბრძოლის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპული გმირების თავდადებას იხსენებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინდისის ბრძოლა გმირობის სიმბოლოა.

„შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან.

11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან.


ეს დღე მაგალითია იმის, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ დღეს, როცა ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მადლობა და დიდება მათ სახელებს და მათ ხსოვნას“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.







ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up