კონკურენციის საკითხებში ევროკომისარის, მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, იმისათვის რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პანდემიის პერიოდში ყველაფერი ხელში არ ჩაიგდოს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კომპანიებში წილი უნდა შეისყიდოს.
„აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ დაუცველი კომპანიები შესაძლოა, ჩინეთმა ჩიაგდოს ხელში. არ ვართ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფოები ბაზრის მოთამაშეების მსგავსად მოიქცნენ და თუ საჭიროა ზოგიერთი კომპანიის წილიც იქნას შესყიდული.
შექმნილ მდგომაროებაში არსებობს რეალური რისკი, რომ დაუცველი ბიზნესი შეიძლება ხელში ჩაიგდონ“, – განაცხადა ვესტაგერმა Financial Times-თან საუბრისას.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“