„ეროვნული ბანკის განცხადება არის  იმის აღიარება, რომ რეალურად, საქართველოს კაპიტალის ჯგუფს არაპროფილური აქტივები გამიჯნული  არ აქვს“-თემურ ბასილია

„ეროვნული ბანკის განცხადება არის იმის აღიარება, რომ რეალურად, საქართველოს კაპიტალის ჯგუფს არაპროფილური აქტივები გამიჯნული არ აქვს“-თემურ ბასილია

access_time2020-05-13 10:00:41

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს ბოლომდე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილურ აქტივებსა და არასასაბანკო საქმიანობაზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის პოზიცია ჩემთვის გასაგებია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად აშშ-ში მცხოვრებმა  ფინანსისტმა  თემურ ბასილიამ ეროვნული ბანკის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც ცნობილია, მარეგულირებელმა საქართველოს კაპიტალის ჯგუფი საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა.


როგორც ბასილია აცხადებს, ეროვნული ბანკის მხრიდან  არაპროფილურ აქტივებსა და ბიზნესზე გაკეთებული  პირველი ხმამაღალი და  მწვავე განცხადებაა. შესაბამისად, მისი მხრიდან, ეს არის იმის აღიარებაც, რომ რეალურად, საქართელოს კაპიტალის ჯგუფს  არაპროფილური აქტივები გამიჯნული არ აქვს.


„ეს განცხადება სწორედ ამის დადასტურებაა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ახლა და არა აქამდე, არვიცი, ფაქტია, რაღაც ხდება. ეროვნულ ბანკს გაცილებით მძიმე სიტუაციების დროს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, ასევე ვიცით, რომ პრესასთან დიდად არ კონტაქტობდა და უცებ ასეთი მწვავე განცხადება.რაც შეეხება არაპროფილური აქტივების გამიჯვნას, თითქოს მიიღეს ამის თაობაზე გადაწყვეტილება, ასევე თითქოს დაიწყეს ეს პროცესი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს გამიჯვნა მოხდა ქაღალდზე და რეალურად ეს ბიზნესები ისევ ერთი და იგივე ჯგუფის ხელშია. ამიტომაც, შესაძლოა ვინმეს ეს რეგულაციები არ მოსწონდეს საკუთარი ბიზნესის გადმოსახედიდან, მაგრამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის პოზიციიდან ყველა ბიზნესი, ყველა ბანკი უნდა დაემორჩილოს დაწესებულ რეგულაციებს. თუ მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაირღვა მთლიანი ზიანი გაცილებით დიდი იქნება.



ამავე დროს, ვულოცავ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ევრობანკიდან საკრედიტო ხაზის გახსნას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რესურსი მიზნობრივად და შედეგიანად იქნება გამოყენებული“-აცხადებს ბასილია.


შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის გუშინდელ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) რამდენიმე საათის წინ უპასუხა.  GHG აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება საქართველოს ბანკისგან ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.


სოფო ქსოვრელი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up