მარეგულირებელმა მედიკამენტების ბაზარის მოკვლევაზე საჩივარი დაუსაბუთებლად ჩათვალა

მარეგულირებელმა მედიკამენტების ბაზარის მოკვლევაზე საჩივარი დაუსაბუთებლად ჩათვალა

person access_time2016-03-14 17:15:52

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანიის მიერ ექსკლუზიური ხელშეკრულებებით მედიკამენტების იმპორტის შეზღუდვის შესახებ კვლევა არ დაიწყო.


სააგენტოს ცნობით, 2015 წლის 29 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოში  წარდგენილი იქნა ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი“-ს განცხადება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ.


განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანია კონკურენციის შემზღუდველი ექსკლუზიური ხელშეკრულებებით ზღუდავს მედიკამენტების იმპორტს და მათ დისტრიბუციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, მათ შორის, გადაყიდვის ფასების დადგენის გზით. 


მათივე ცნობით, წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სააგენტომ წარმოებაში ჩართო განმცხადებელი და დაინტერესებული მხარეები. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ რამდენჯერმე მიმართა ცენტრს დამატებითი ინფორმაციისა და მათ ხელთარსებული მტკიცებულებების წარდგენის მიზნით. თუმცა, დამატებით ინფორმაციასა და მტკიცებულებებში საუბარი გრძელდებოდა, კვლავ, მხოლოდ ეჭვის არსებობის შესახებ.



ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ  განმცხადებელი 13 იანვრის წერილში ეყრდნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, რომელიც აღწერს 2012 წლამდე, და ყველაზე გვიან, 2012 წელს არსებულ მდგომარეობას ფარმაცევტულ ბაზარზე, ანუ საქმე „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის 2012 წლის რედაქციის ამოქმედებამდე პერიოდს ეხება. შესაბამისად, სააგენტოს ცნობით, კანონის უკუძალის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია მასზე რეაგირების შესაძლებლობას. სააგენტო ასევე მხედველობაში იღებს დადგენილ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.


ამასთან, კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო და არ იქნა აღმოჩენილი ისეთი გარემოებები, რომლებიც გააჩენდნენ გონივრულ ეჭვს კანონის ამოქმედების შემდგომ შესაძლო სამართალდარღვევაზე.


აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ დასახელებულ სავარაუდო სამართალდარღვევის სუბიექტებს მიეცათ თავიანთი პოზიციის წარმოდგენის საშუალება, სადაც ისინი მიუთითებენ აღნიშნული ბრალდებების უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე, კონკრეტული ფაქტობრივ გარემოებებისა და დოკუმენტების არარსებობაზე. ასევე, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ბოლო წლებში ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენა-გაფართოებაზე. მათი შეფასებით, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა პარალელურ იმპორტთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, აზრი დაუკარგა ექსკლუზიურ კონტრაქტებს და ცვლილების შემდეგ, მედიკამენტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ფარმაცევტული კომპანიები აპელირებდნენ მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებულ რეპუტაციულ ზიანსა და ფინანსურ რისკზე. 


„საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის   ბრძანების მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევის შესახებ. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით არ არის განმარტებული გონივრული ეჭვის სტანდარტი.


კონკურენციის სააგენტოს, როგორც კონკურენციის სამართლის აღმასრულებელ და კონკურენციის პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება/საჩივარი გონივრული ეჭვის სტანდარტს.


ამასთან, სააგენტოს ცნობით, კონკრეტული საჩივრის უარყოფა არ ნიშნავს იმის დადგენას, რომ საჩივარში დასმული საკითხები არ არღვევს კანონის მუხლებს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ კომისიამ ამ ეტაპზე აღნიშნული საჩივარი დაუსაბუთებლად ჩათვალა, რაც არ გამორიცხავს მოგვიანებით კომისიის, ეროვნული კონკურენციის ორგანოს ან სასამართლოს მიერ იმავე საფუძვლით დარღვევის დადგენას.




რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up