მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი შეუჩერა

მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი შეუჩერა

access_time2022-08-05 19:00:04

მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეუჩერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვეღარ შეძლებს. Myway Airlines-თვის სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი არაგეგმიური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები გახდა.



როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) აცხადებენ, ავიაკომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ გამოვლენილი დარღვევები გახდა, რომლებიც ავიაკომპანიაში შექმნილი მართვის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარეობდნენ და უშუალო ზეგავლენას ახდენდნენ ფრენების უსაფრთხოებაზე.



„გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ში ჩატარებული კომპლექსური არაგეგმიური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების საფუძველზე, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესების შესაბამისად, ავიაკომპანიას შეუჩერდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC).




სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი გახდა სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ გამოვლენილი 3 პირველი დონის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, მიწოდებული მომსახურებ(ებ)ის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან სერტიფიკატით დადგენილ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც აქვეითებს უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს) და 19 მეორე დონის (კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, ან სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება დააქვეითოს უსაფრთხოების დონე ან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.) ნაკლოვანება, რომლებიც გამომდინარეობდნენ ხსენებულ ავიაკომპანიაში შექმნილი მართვის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან და უშუალო ზეგავლენას ახდენდნენ ფრენების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ფრენის და მგზავრთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ს შეუჩერდა სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება და აეკრძალა ფრენები.



სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია იმ დრომდე, ვიდრე ავიასაწარმოს მიერ არ გამოსწორდება სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევები. ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემოწმების და სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის საკითხები წესრიგდება შესაბამისი კანონმდებლობით”, – განუცხადეს AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.


https://avianews.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up