სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

access_time2020-01-20 12:30:24

მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა.


მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებით, ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის.”საკუთარი განცხადება კი კიდევ ერთხელ დაუდასტურა „კომერსანტს“ და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ყოველწლიურად  მთავრობა 30 მლნ. ლარზე მეტს ხარჯავს, რათა მოწყვლად ჯგუფებს კომუნალურების გადასახადი შეუმსუბუქდეს, ამ ფონზე სვანეთის ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლება მიზანშეწოლილად არ მიაჩნია.


„მართალია 90-იანებიდან ასე მოდის და მოსახლეობაც შეჩვეულია ფაქტს,  მაგრამ მაშინ, როდესაც სიმძლავრემ მოიმატა, მოთხოვნა ბევრად გაზრდილია ელექტროენერგიაზე, ქსელი დაიტვირთა. ამის გამო „ენერგო პრო ჯორჯია“ ვერ ახერხებს მინიმალური რესურსებით ქსელის მომსახურებას. კომერციული ობიექტები იხდიან გადასახადს, ფიზიკური პირები კი ვერ.  სწორედ ამის გამო მიმაჩნია საჭიროდ, რომ საკითხს გადავხედოთ.“-აცხადებს დავით ნარმანია.


მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ისიც განმარტა, რომ  მთავრობა სამომხმარებლო ტარიფების სუბსიდირებას არ ახდენს. მისი თქმით,გაზის ნაწილში მთვარობამ და ნავთობის და გაზის კორპორაციამ,  საკუთარი რესურსით მოახერხეს,  რომ  ტარიფი კურსთა შორის დაკავშირებული ცვლილების გამო არ გაზრდილიყო .

 


მესტიის მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლებასთან ერთად,  რეგიონში ბიკტოინის მაინერების წარმოების საკითხი, რომ ისევ დღის წესრიგში დგას ეს დავით ნარმანიამ „კომერსანტთან“ საუბრის დროსაც აღნიშნა. მისი თქმით, საკითხზე მუშაობას აუცილებლად დაიწყებენ და მარეგულირებელი კომისია ამ მიმართულებით იმუშავებს.


„სვანეთში  კრიპტოვალუტის წარმოებამ  ქსელი საკმაოდ  დაამძიმა. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ  კრიპტოვალუტა  ჩაეხსნას ქსელს. ამ თემაზე დაუყოვნებლივ იქნება ერთობლივი მუშაობა.  ჩვენ როგორც მარეგულირებელი კომისია აუცილებლად შევიტანთ წვლილს,  ჩავერთვებით სამუშაო პროცესში და საკმაოდ მკაცრად გადავხედავთ საკითხს.“-ამბობს დავით ნარმანია.

 

შეგახსენებთ, რომ  ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50 %-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.


რეგიონში კი, ელექტროენერგიის ქსელის მზარდი დატვირთვის გამო და უფასო ელექტროენერგიის ჭარბად გამოყენებამ  ბიტკოინების მაინერების ასამუშავებლად, სვანეთის სოფლები ჩააბნელა.  მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up