მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტიორები ხელისუფლებას რეგულაციების ერთი წლით გადავადებას სთხოვენ

მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტიორები ხელისუფლებას რეგულაციების ერთი წლით გადავადებას სთხოვენ

person access_time2016-01-22 09:45:40

იაპონური მეორადი ავტომანქანების იმპორტიორები მთავრობას მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვის ვადის გადადებას მინიმუმ 1 წლით სთხოვენ. როგორც „კომერსანტს" კომპანია beforward-ის დილერმა ნიკოლოზ არუშინოვმა განუცხადა, სხვა შემთხვევაში მათი ბიზნესი ძალიან დაზარალდება და შესაძლოა დაიხუროს კიდეც.

 

არუშინოვის განცხადებით, რეგულაციის ამოქმედების ვადის 1 ივნისამდე გადაწევა მხოლოდ მათთვის იქნება პოზიტიური, ვისაც მანქანის შეძენა სურს, იმპორტიორებისთვის კი ეს არანაირი დადებითი ეფექტის მომტანი არ იქნება. არუშინოვი აცხადებს, რომ 1 ივნისამდე ძალიან მოკლე პერიოდია და ამ ვადაში ბიზნესი გადაწყობას ვერ მოახერხებს.


მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაცია, რომ შესაძლოა 2016 წლის 1 ივნისიდან აიკრძალოს, ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აკეთებს.


მისი განმარტებით, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე შეთანხმდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ფიზიკურ პირებს, დილერებს იმპორტირების პროცესი დასრულებული არ ჰქონდეთ და მათ კანონის 1 მარტიდან ამოქმედებით ზიანი მიადგეთ, ამკრძალავი ნორმის ძალაში 1 ივნისიდან შესვლა იგეგმება.



საქართველოს პარლამენტმა ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გუშინ დაიწყო. პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ 1 ივნისამდე ვადის გადაწევა რეალურია და ეს დიდი შეღავათი იქნება მათთვის, ვისაც მანქანის შეძენისთვის თანხა აქვს გადახდილი ან ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისი თქმით, არცერთ მათგანს ეს რეგულაცია არ შეეხება და ისინი მანქანის განბაჟებას უპრობლემოდ შეძლებენ.


დაზარალდება თუ არა ბიზნესი და აპირებს თუ არა პარლამენტი ავტოიმპორტიორების ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებას, მაისურაძე აცხადებს, რომ მათი ინტერესების გათვალისწინება ხდება იმ ნაწილში, რომ ისინი აღებულ ხელშეკრულებებს შეასრულებენ. სამომავლოდ, კი მოუწევთ მარცხენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე გადასვლა.


„ან გადავიდნენ მარცხენასაჭიანების იმპორტზე, ან იმუშაონ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეექსპორტზე. აქ ორი არჩევანია, ან უნდა დაზარალდნენ ეს ადამიანები, ან სახელმწიფოს მოუწევს მარცხენა მიმართულებიდან მარჯვენაზე გადასვლა. მერე მარცხენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები დაზარალდებიან და ასე შემდეგ,"-აცხადებს მაისურაძე.


მისივე ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვაში დევს პოლიტიკური რისკები, რადგან ეს ამომრჩევლისთვის არაპოპულარული თემაა. თუმცა, ეს მაინც უნდა გაკეთდეს.

 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებიდან გამომდინარე 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია უნდა აკრძალულიყო.




2020 წლის ბიუჯეტი არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე

2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე
access_time2019-10-14 09:49:56
„2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტები,“- განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომისტმა, დავით...

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up