მარცვლეულის იმპორტისას დატვირთვა-დაცლის პორტებში წონებს შორის არსებულ ნაკლებობაზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოიშობა

მარცვლეულის იმპორტისას დატვირთვა-დაცლის პორტებში წონებს შორის არსებულ ნაკლებობაზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოიშობა

access_time2022-12-02 14:00:18

მარცვლეულის იმპორტისას, გემზე დატვირთვისა და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული სხვაობის გამო, საქონლის მიმღებს  საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ან დღგ-ის ნაწილში არ წარმოეშობა.


ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით მარცვლეულის იმპორტისას დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის პრობლემა მოგვარდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, მინისტრის №388 საჯარო გადაწყვეტილებით, დანაკარგების ნორების მოწესრიგების ფარგლებში არსებული საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრა და შედეგადაც ქართველ მეწარმეებს არარსებული პროდუქციის იმპორტში გადასახადების გადახდა აღარ მოუწიოთ.



„როდესაც ქართველი ქართველი უკრაინაში, რუსეთში ან სხვა ქვეყანაში ყიდულობს მარცვლეულს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხორბალია, სიმინდი თუ შროტი. ის გემში ჩატვირთვის დროს იწონება. ანუ როდესაც ვაგონი პორტში შევა, ის იწონება და შემდეგ იტვირთება გემზე და საბოლოო იწერება „კოლოსამენტი“. ეს არის საბუთი, სადაც იწერება ასევე ტვირთის წონა. მაგალითად, უკრაინაში ოდესის პორტში ამა და ამ გემზე ჩაიტვირთა X ტონა მარცვლეული. წამოვიდა ეს გემი და შემოვიდა ფოთის პორტში. ფოთში ხდება პროდუქციის მიღება, მარცვლეულის CIF პირობით, ნიშნავს შემოსული გემის პირობას. გემიდან ჩამოიტვირთა პროდუქცია, აიწონა და აღმოჩნდა, რომ პროდუქციის ჯამური წონა არ არის X ტონა და განსხვავებულია იმ მაჩვენებლებისგან რაც დატვირთვის პორტში იყო დაფიქსირებული.


დღემდე არსებული კანონმდებლობით, საქართველოში შემოსული მარცვლეულის განბაჟება ხდებოდა იმ წონით, რაც დაფიქსირებული იყო საწყის ანუ დატვირთვის პორტში. სწორედ პირველად დაფიქსირებული წონიდან ხდებოდა გადასახადების გადახდა, ესაა დღგ და მოგების გადასახადი. ეს კი კომპანიისთვის ფინანსური ზარალი იყო, რადგანაც არარსებულ პროდუქციაში იხდიდნენ გადასახადებს. გარდა იმისა, რომ დატვირთვის პორტში არასებული წონით უხდიდა ექსპორტიორ კომპანიას ტვირთის საფასურს.


ახლა კი საკანონმდებლო დონეზე ამ ხარვეზის გასწორება მოხდა და ქართველ მეწარმეს ფინანსური ტვირთი ოდნავ უმსუბუქდება“, - აცხადებს ლევან სილაგავა.


მისივე თქმით,  დანაკარგების ნორმების მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე ეტაპობრივად ხდება და საბოლოო ჯამში დანაკარგების კუთხით ყველა სფერო და მიმართულება დარეგულირდება.



რაც შეეხება აღნიშნული სიახლე იმოქმედებს თუ არა საბოლოო ჯამში ფქვილის და პურის ფასსზე, სილაგავა განმარტავს, რომ რაღაც კომპონენტში მეწარმეს ხარჯები უმცირდება და ეს საბოლოო პროდუქცის ფასზე მიზერულ ასახვას მაინც პოვებს.


როგორც მინისტრის №388 საჯარო გადაწყვეტილებაში წერია, მარცვლეულის საქართველოს პორტებში CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვისა და დაცლის პორტებში დაფიქსირებულ წონებს შორის შესაძლოა არსებობდეს სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:


- საქონლის გემში დატვირთვის დასრულებისას დატვირთვის პორტში ხორციელდება გემის ტრიუმების დალუქვა საბაჟო ორგანოსა და საერთაშორისო სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით;
- საქონელი იწონება პორტში არსებულ, საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებულ და დაკალიბრებულ სასწორზე;
- საქონლის დანიშნულების პორტში შესვლის შემდგომ, ტვირთის ამოტვირთვას პორტის ტერიტორიაზე აწარმოებს ექსპედიტორი საბაჟო კონტროლის ქვეშ;
- საქონელი იწონება პორტში არსებულ სასწორზე, რომელიც აღიარებულია საბაჟო ორგანოს მიერ;
- ტვირთის განკარგვა კომპანიის მიერ ხდება ამოტვირთვის შემდეგ შედგენილ გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის მიხედვით.
გასათვალისწინებელია, რომ საქონლის წონებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყო როგორც ტექნიკური, ასევე ბუნებრივი, როგორებიცაა საქონლის სხვადასხვა სასწორზე აწონვა, ამ სასწორების დაკალიბრების მეთოდი, მარცვლეულის ბუნებრივი თვისებები (შრობა, ტენიანობის ცვლილება და სხვა ).


საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო წესებით, კერძოდ, „საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების“ (Incoterms – International comercial terms) თანახმად, ტერმინი CIF (cost, insurance, freight/ ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი) გულისხმობს, რომ გამყიდველი უზრუნველყოფს მყიდველის მიერ მითითებულ პორტამდე საქონლის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ორგანიზებას და შესაბამისი ხარჯების გაწევას. საქონლის შემთხვევითი დაღუპვის, დაკარგვის ან დაზიანების რისკი მყიდველზე გადადის მას შემდეგ, რაც საქონელი ჩაიტვირთება გემზე.


ამასთანავე, ფრახტი და სხვა ხარჯი, რაც აუცილებელია დანიშნულების პორტამდე საქონლის ტრანსპორტირებისთვის, გაიწევა გამყიდველის მიერ, რომელიც ასევე კისრულობს მითითებულ პორტამდე გადაზიდვისთვის ტვირთის დაზღვევის ხარჯების დაფარვას.


შესაბამისად, როდესაც მიმწოდებელთან საქონლის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია ინკოტერმსის CIF პირობით და საქონლის მიწოდებას მიმღების გადმოცლის პორტამდე უზრუნველყოფს მომწოდებელი, საქონლის განკარგვა მისი მიმღების მიერ ხორციელდება მხოლოდ საქონლის ამოტვირთვის შემდგომ, გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის ოდენობით, რის გამოც აღნიშნული საქონელი, მისი მიმღების მიერ მის განკარგვამდე/საქონლის ამოტვირთვამდე, არ უნდა იქნეს განხილული ამ საქონლის მიმღების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის ჩაბარება. ამავე კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო ტვირთის განკარგვას იწყებს მხოლოდ ამოტვირთვის შემდგომ, გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის ოდენობით, მხოლოდ ამოტვირთვის შემდეგ ჩაითვლება აღნიშნული საქონელი საწარმოს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად (CIF პირობა).


აღნიშნულის გათვალისწინებით, მარცვლეულის CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვის და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობა არ განიხილება სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ დანაკლისად, შესაბამისად, საქონლის მიმღებს დატვირთვის და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობის გამო, არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ან დღგ-ის ნაწილში.


მარცვლეულის CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვისა და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობის გამო, საქონლის მიმღებს არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ან დღგ-ის ნაწილში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up