მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ Goal-ი წერს.
72 წლის სპეციალისტის განცხადებით, მან ამ როლში საკუთარი თავი ამოწურა და გაზაფხულიდან ახალ ამპლუაში დაიწყებს მუშაობას.
კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას ლიპიმ 2006 წელს მიაღწია, როდესაც მისი ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება საკლუბო მოღვაწეობას, ვიარეჯოში დაბადებულმა მწვრთნელმა „იუვენტუსს“ 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპის სუპერთასი და ერთხელაც საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა.
imedinews.ge