„მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში დავინახავთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს რაც ღია ბანკინგზე დაფუძნებით შეიქმნება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზებენ“

„მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში დავინახავთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს რაც ღია ბანკინგზე დაფუძნებით შეიქმნება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზებენ“

access_time2022-10-04 20:00:00

2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს - მათ შორის, ფინტექ კომპანიებს - ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით არასაბანკო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 



სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ღია ბანკინგში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა და შეკითხვებს უპასუხა. „ჩვენ შევხვდით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გავუზიარეთ ღია ბანკინგის გამოყენების რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პრეზენტაციამ. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიული, დაისვა კარგი, პრაგმატული კითხვები და მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში დავინახავთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს რაც ღია ბანკინგზე დაფუძნებით შეიქმნება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზებენ“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.




ამასთან, სებ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, სადაზღვევო კომპანიებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ ვრცლად ისაუბრეს ღია ბანკინგში არასაბანკო ორგანიზაციების ჩართვასთან და მიმდინარე ეტაპზე არსებულ შესაძლებლობებთან, ასევე ღია ბანკინგის შემდგომ გაფართოებასა და ღია ფინანსების განვითარებასთან დაკავშირებით.



ღია ბანკინგში ჩართვით არასაბანკო ინსტიტუტებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციასთან, რომელიც ინახება საბანკო ინსტიტუტებში და რომელთა გამოყენებითაც ექნებათ შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზონ ინოვაციური მომსახურებები. შესაბამისად, აღნიშნულმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის და საბანკო მომსახურებების მრავალფეროვნების გაზრდას.



ეროვნული ბანკი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას შემდგომი კონსულტაციებისა და დახმარებისთვის, ინოვაციების ოფისისა და რეგულაციების სენდბოქსის გავლით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up