"მაქსიმუმ 2 კვირაში შემთხვევები კლებას დაიწყებს" - კორონავირუსმა ევროპის ყველა ქვეყანაში შეაღწია

access_time2020-03-18 16:33:44

ვირუსმა ევროპის იმ ერთადერთ ქვეყანაშიც შეაღწია, რომელშიც COVID-19 დაფიქსირებული ამ დრომდე არ იყო. მონტენეგროში ინფიცირების უკვე 2 შემთხვევაა. კორონავირუსმა უკვე მთელი ევროპა მოიცვა. ევროკავშირი საზღვრებს 30 დღით კეტავს. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება დღეს დამატებით მიიღო კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ. საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა დღეს კოლუმბიასა და ბოლივიაშიც.


კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. მხოლოდ იტალიაში ვირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა 2 ათას 500-ს გასცდა. ესპანეთში 533 დაღუპულია, საფრანგეთში კი 175. ათასობით არის დაინფიცირებულების რაოდენობა.


"მაქსიმუმ, 2 კვირაში ინფიცირების შემთხვევები კლებას დაიწყებს, მაგრამ ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გადავიაროთ, რადგან, შესაძლოა, ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს. ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ, ეს ყველაფერი, ცხადია, დროს მოითხოვს,"- განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.


"ეპიდემიას ჩვენს ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვს. ეს არის შოკი მთელი მსოფლიოსთვის. მსგავსი ფაქტის წინაშე აქამდე არ ვყოფილვართ. ვირუსი არის ჩვენი მტერი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ. აშკარაა, რომ მასთან ბრძოლა კიდევ დიდხანს მოგვიწევს, ამიტომ ყოყმანის გარეშე გავატარებთ უმკაცრეს ზომებს,"- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა.



ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პრევენცია და კონტროლია.


"ვირუსის დასამარცხებლად ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია და კონტროლია. მკურნალობა მეორეხარისხოვანია. თუ გსურთ ეფექტური შედეგი მიიღოთ, აუცილებელია კარგი სტრატეგია და დროული რეაგირება,"- განაცხადა ექიმმა.


"გარემო, რომელშიც ჩვენს ექიმებს უწევთ მუშაობა, არის ძალიან სტრესული. მძიმეა უყურო იმას, თუ როგორ იხოცებიან პაციენტები შენს თვალწინ. ჩემი რჩება ექიმების მაგალითზე, რომ დაისვენოთ და არ ინერვიულოთ, რადგან ეს მხოლოდ ნეგატიურად აისახება მიმდინარე პროცესზე. გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს,"- განაცხადა ექიმმა.


rustavi2.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up