„მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მძიმე კრიზისულ ფონს და ყველანაირად ვცდილობთ გაზრდილი ხარჯები პურის ფასზე არ ავსახოთ“ - „იფქლი“

„მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მძიმე კრიზისულ ფონს და ყველანაირად ვცდილობთ გაზრდილი ხარჯები პურის ფასზე არ ავსახოთ“ - „იფქლი“

access_time2020-03-27 16:00:45

 „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩვენთან წარმოება ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს“,- ამის შესახებ კომერსანტს „იფქლში“ განუცხადეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ვირუსის გავრცელების პირველ კვირაში პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდა. თუმცა, მათი თქმით, მას შემდეგ რაც მომხმარებლებში შიშის ტალღამ მეტნაკლებად გადაიარა, გაყიდვები უკვე სტაბილურ რიცხვს დაუბრუნდა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართულ წარმოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთში ხორბალზე რეკორდულად გაზრდილი ფასი. „იფქლში“ ამბობენ, რომ მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ მძიმე კრიზისულ ფონს, რაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა და ყველანაირად ცდილობენ გაზრდილი ხარჯები პურის ფასზე არ ასახონ.

 

„დღევანდელ დღემდე ერთ ტომარა ხორბლის ფქვილი 46.50-47.50 ლარამდე მერყეობდა. რამდენიმე მომწოდებელმა უკვე შეგვატყობინა რომ ტომარა ფქვილის ფასი ბაზარზე 1 ლარით გაიზარდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. ფქვილი ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფასწარმოქმნის პროცესში. აღნიშნულ სიტუაციაში ძალიან რთულია, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რაიმე სახის პროგნოზების გაკეთება. ნედლეულის ფასი დღეს ბაზარზე უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. ვიმედოვნებთ, რომ ანტიკრიზისული რეგულაციები, რომლებიც ბოლო პერიოდში გატარდა, შეინარჩუნებს არსებულ სიტუაციას და არც ერთ პურის მწარმოებელს არ მოგვიწევს პროდუქტზე ფასის გადახედვა უახლოეს მომავალში“, - განაცხადებს „იფქლში“.

 

კიდევ ერთი ფაქტორი,რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მეპურეებზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი დამატებითი ხარჯი ამ სიტუაციაში ბიზნესისთვის დამატებითი წნეხია. როგორც „იფქლში“ აცხადებენ, კომპანია მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ვალუტის გამყარებას და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის შენარჩუნებას. მათ იმედი აქვთ, რომ ის ნაბიჯები რაც აქამდე გადაიდგა კრიზისის დასაძლევად ახლო მომავალში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად, რაც შემდგომში თავისთავად აისახება ხორბლის ფქვილის ფასზეც.


 

„ნედლეულის ხარჯებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ემატება იმ სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის ზრდა ბაზარზე, რომლებსაც ჩვენ საზღვარგარეთიდან ვიღებთ. ესენია: შესაფუთი მასალები, დაზგა-დანადგარები, წარმოებისათვის საჭირო ზეთები, დანადგარების სათადარიგო ნაწილები და სხვა. ბუნებრივია სრულ შეფუთვებზე გადასვლაც კომპანიისათვის დამატებითი ხარჯია. გარდა გაძვირებული შეფუთვებისა, ჩვენ მოგვიწია დასაქმებული თანამშრომლების რიცხვის გაზრდა და რამდენიმე ძვირადღირებული შესაფუთი დანადგარის შეძენა საზღვარგარეთ.  ბუნებრივია, ნებისმიერი დამატებითი ხარჯი ამ სიტუაციაში ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახება“ ,- ამბობენ კომპანიაში.

 

„იფქლში“ აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელებიდან 1 კვირაში თანამშრომელთა ნაწილი- ადმინისტრაცია, ბუღალტერია, პიარისა და მარკეტინგის სამსახური დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანეს. ხოლო მცხობელები, მფუთავები და დისტრიბუტორები მუშაობას უცვლელ რეჟიმში აგრძელებენ. „კომერსანტთან“ საუბარში კომპანიის წარმოამდეგენლი განმარტავს, რომ კორონავირუსმა მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიის ყოველდღიურობა საწარმოში.  მათი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ იფქლის დასახელების ყველა პროდუქტი მაღაზიის დახლებზე მხოლოდ სრულად შეფუთულ, თავმოკრულ მდგომარეობაში იყიდება. იმისთვის, რომ წარმოებული პროდუქციის სრულად შეფუთვა მოასწრონ, კომპანიამ ცვლები დაამატა და თანამშრომლების რიცხვი გაზარდა.

 

„მნიშვნელოვნი ცვლილებები შევიტანეთ ყოველდღიურ რუტინაში. კერძოდ, მთლიან საწარმოს უკვე რამდენიმე არაგეგმიური დეზინფიქცირება ჩავუტარეთ და აღნიშნულის გამეორებას გარკვეული დროის შემდეგ ისევ ვგეგმავთ. თითოეულ ადამიანს, კომპანიაში შემოსვლამდე დისტანციურად ეზომება ტემპერატურა. ასევე, საწარმოს ყველა თანამშრომელს აქვს წვდომა სადეზინფექციო საშუალებებზე, რომლითაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე იმუშავებენ ხელებს. როგორც ყოველთვის, ახლაც, თანამშრომლები მუშაობენ მხოლოდ ხელთათმანით და პირბადეებით. ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება ჩვენი სადისტრიბუციო ავტომობილები და პურის ყუთები. დისტრიბუტორებს გამყოფილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც თითოეულ მაღაზიაში პურის შეტანამდე იყენებენ. ვირუსის გავრცელებიდან ძალიან მალევე, ჩვენი წარმოება პროდუქციის სრულ შეფუთვაზე გადავიდა. არსებული ქაღალდის შეფუთვები ჩავანაცვლეთ ცელოფნის გრძელი შეფუთვებით, რომლებსაც სპეციალური ლენტით ვუკრავთ თავს და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ წარმოებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია იმისათვის, რომ 100%-ით გამოვრიცხოთ პურის დაბინძურების საშიშროება თაროებზე“, - განმარტავენ „იფქლში“.

 

ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up