მანქანების ტექდათვალიერება ერთი წლით გადაიდება?!

მანქანების ტექდათვალიერება ერთი წლით გადაიდება?!

access_time2017-06-15 12:00:34

ავტომობილების ტენიკური დათვალიერება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიწევს. არც მოსახლეობისთვის და არც სპეციალისტებისთვის არაფერი არ არის ცნობილი იმ მასშტაბური პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც წესითა და რიგით 6 თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შვეიცარიული კომპანია ეხმარება, ტექდათვალიერების საკითხი 2019 წლის გეგმაში გადაინაცვლებს.

 

ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირების ვადა ოფიციალურად ჯერ არ შეცვლილა. თარიღი იგივეა - 2018 წლის პირველი იანვარი. არადა, შეუძლებელია, ამ დროში ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერება, რადგან წინ უამრავი მოუგვარებელი საკითხია, რომელსაც დროის სიმცირის გამო, უკვე ვერავინ დაარეგულირებს. გაზეთმა "რეზონანსმა" სპეციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა გაერკვია, მოესწრება თუ არა პროგრამის ამოქმედება დადგენილ ვადებში, მაგრამ ტრადიციულად პასუხი ვერ მიიღო.

 

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორი ვასო ურუშაძე კი ამბობს, რომ სპეციალისტებისთვისაც უცნობია, რა ნაბიჯები იდგმება სავალდებულო ინსპექტირების კუთხით. მისი აზრით, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს არასამთარვობო ორგანიზაციებთან, რომ ტექდათვალიერების საკითხი კიდევ არ გაჭიანურდეს.

 

"საქართველოს მთავრობამ შემოიყვანა საერთაშორისო დონის შვეიცარიული კომპანია, რომელიც ატარებს კვლევას, თუ რა მდგომარეობაა ავტოპარკისა და ტექნიკური ცენტრების გამართულობის კუთხით. ჯერ დასკვნა არ გამოუქვეყნებიათ და არ ვიცით, რა მდგომარეობაა საქართველოში ან რა სტრატეგია უნდა გააჩნდეს მთავრობას ამა თუ იმ საკითხზე. ვფიქრობ, 2018 წლის 1-ლი იანვარი არ არის რეალური თარიღი, შეუძლებელია, 6 თვის შემდეგ ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერება.

 

აუცილებელია, შვეიცარიულმა კომპანიამ გამოაქვეყნოს ის სტანდარტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომობილების ინსპექტირების საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი პოზიცია ბოლომდე იქნება გაზიარებული, აქტიურად უნდა ჩაერთოს. საკითხის განხილვაში არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება, მედიის მეშვეობით. უნდა გაირკვეს, ახალი სტანდარტი პასუხობს თუ არა იმ მიზნებს, რა მიზანიც აქვს ტექდათვალიერებას. უნდა დადგინდეს, გამოსწორდება თუ არა ეკოლოგიური მდგომარეობა, შემცირდება თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და ზოგადად რამდენად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტი ქვეყანაში.

 

ეს ყვლაფერი საკმაოდ დიდ შრომასთანაა დაკავშირებული და დიდი დროც სჭიროდება. მის განსახორციელებლად 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ვფიქრობ, დროში ვერ ჩაეტევიან",  - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.

 

ავტოინსპექტირების საკითხში სახელმწიფოს მხრიდან მეტ გამჭვირვალობას ელოდება ალიანსის "უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი. მისი თქმით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების კუთხით მზადება შეინიშნება კერძო სექტორში, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ არაფერია. ეს ეჭვს აჩენს, რომ დათქმულ ვადაში ტექდათვალიერება ვერ ამოქმედდება.

 

"შვეიცარიული კომპანია აწარმოებს კვლევას და ითვლის, რამდენად მზად არიან ცენტრები სტრუქტურულად, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით და ა. შ. პირველადი დოკუმენტი 31 მაისს უკვე მზად იყო, თუმცა არ არის გასაჯაროებული. უმცირესი დროა დარჩენილი ტექნიკურ დათვალიერებამდე და ჩვენთვის ყვლაფერი ცნობილი უნდა იყოს.

 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ტექნიკური ინსპექტირების ორგანოებისგან, რომლებიც 26-ია საქართველოს მასშტაბით. მათ გააკეთეს ელექტრონული ბაზა, შეიქმნა ასოციაცია. ამ მხრივ მზადყოფნა შეინიშნება. აღსრულების მიმართულებით, მაგალითად, საპატრულო პოლიცია რას აკეთებს, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ეს ეჭვს ბადებს, რომ ვადებში ვერ ჩაეტევიან და დათვალიერების პროცესი გადაიდება.

 

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კონცეფცია, რომ აღსრულება იყოს გაადვილებული და პატრული მანქანებს არ აჩერებდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის დონეზე. მათ ბაზაში უნდა ჰქონდეთ იმ ავტომობილების ნომრები, როლმლებმაც გაიარეს ან არ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება", - განუცხადა "რეზონანსს" ლალიაშვილმა.

 

ავტოინსპექტირების თარიღის გადადებაზე არ საუბრობენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი 2 თვის წინათ აცხადებდა, რომ ავტომანქანების ტექდათვალიერება 2018 წლის დაწყებამდე ამოქმედდება და იმ დროისთვის გახდება ცნობილი, როგორი სახის ცვლილებები შევა ძალაში.

 

"ამაზე ეკონომიკის სამინისტრო პროექტების მომზადების ეტაპზეა. როგორც ვიცი, კანონით გადავადებულია. 2018 წლის დასაწყისამდე დაველოდოთ ეკონომიკის სამინისტროს და ამ ვადამდე გვეცოდინება, თუ რა ტიპის დათვალიერება იქნება, ვინ გააკეთებს და როგორი ფორმით. ჩვენ ამაზე არ ვართ პასუხისმგებელი, თუმცა ჩართული ვართ პროცესში. გააჩნია, როგორი ტექდათვალიერება იქნება, შეიძლება, ეს იყოს ეტაპობრივი", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავტოინსპექტირების ამოქმედებამდე სულ რაღაც 6 თვე რჩება, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა სახის ცვლილებები შევა ძალაში, როდიდან მოუწევთ მანქანების ინსპექტირება ან სად განთავსდება ცენტრები, სადაც შეეძლებათ ავტომობილების ტექდათვალიერება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დღე-დღეზე ცნობილი უნდა იყოს, ეკონომიკის სამინისტროს არანაირი პასუხი არ აქვს.

 

 



მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up